„დღეს ხელისუფლება უფრო ყოჩაღად გამოიყურება, ვიდრე ჩვენ, ოპოზიცია“ – ალეკო ელისაშვილი

„ღარიბაშვილს ვურჩევ, რომ სხვის პროცენტებზე ფიქრს, ქვეყანაზე იფიქროს. ეგ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კი არ არის,“ – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, ს განცხადებას, რომ ხელისუფლება ს ჩატარების შემთხვევაში ხმების 60%-ს აიღებს.
ამასთან, ს განცხადებით, ოპოზიციას ნამდვილად აქვს პრობლემები და დაქსაქსულად გამოიყურება.
„ობიექტურად ვთქვათ, დღეს ხელისუფლება უფრო ყოჩაღად გამოიყურება, ვიდრე გამოვიყურებით ჩვენ, ოპოზიცია. ისინი უფრო მწყობრად მიდიან, ოპოზიციაში კიდევ ერთმანეთის ლანძღვა არის. „ნაციონალური მოძრაობა“ ხომ ამდენი ხანი ამრევი იყო და რჩება ძირითად დესტრუქციულ ძალად. რევოლუცია რომ უნდა და რომ არ გამოდის მეთორმეტე წელია, აი, ამ ძალად რჩება და დანარჩენების მოხრჩობას ცდილობს ისევე, როგორც „ქართული ოცნება“. ჯერ კიდევ ჰგონიათ, რომ ოპოზიციის წევრებზე შეტევა კარგი რამეა. ძალიან დაქსაქსულად გამოვიყურებით,“ – ამბობს ელისაშვილი.
ალეკო ელისაშვილი გადაცემაში „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეორგოლსაც ეხმაურება, სადაც იგი აცხადებს, რომ მთელს საქართველოს საკუთარი მანქანით შემოივლის და ამომრჩეველს შეხვდება.
„ჯერ ერთი, იმ „ფორდ მუსტანგით“ მთელ საქართველოს ვერ შემოივლის, ზოგან ისეთი გზებია. ხაზარაძე აშკარად ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს პიარში და ვიღაც ატყუებს. შურით არ ვამბობ, კეთილი რჩევაა ჩემი, რომ ხაზარაძემ თავისი პიარის ხალხი შეცვალოს. ისეთ ფოტოებს და ვიდეოებს დებს ბოლო დროს, რომ ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ ქართველი პოლიტიკოსისთვის არა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ელისაშვილი ასევე გამოეხმაურა მატრონა მოსკოველის ხატის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
„ჯერ ერთი, ეს ვინ დაუშვა რა ფორმითაც არ უნდა იყოს, ხატზე სტალინს რა უნდა. მერე კიდევ, თვითონ მატრონა მოსკოველის ხატი რატომ უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მთავარ ტაძარში? მაკრონაა თუ მატრონა, ვინ არის? არ დამეზარა და უამრავი რაღაც წავიკითხე. ეს ქალი იყო მკითხავი, ოკულტიზმის მიმდევარი იყო. კანონიზაციის კომისიაში ვისაც ნამუსი ჰქონდა, ეს ყველამ თქვა. მართლმადიდებლობისთვის ხომ მკითხაობა, მჩხიბაობა და ოკულტიზმი მიუღებელია? მკრეხელი როგორ შეიძლება იყოს[წმინდანი]. რა უნდა სამებაში მის ხატს, ქართველი წმინდანი აღარ გვყავს? ეს ჩემთვის, როგორც ქართველისთვის იყო შეურაცხყოფა საქართველოს ეკლესიის მხრიდან და კარგად დაფიქრდნენ ხოლმე ეკლესიაში. ჩვენ თუ გვაქვს რაღაც ვალდებულებები, მათაც აქვთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.