– დასავლეთის ქვეყნების მიმართ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნა, უკრაინაში არჩევნების უსაფრთხოება უზრუნველყონ, ცინიზმის ახალი დონეა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, დასავლეთის ქვეყნების მიმართ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნა, უკრაინაში არჩევნების უსაფრთხოება უზრუნველყონ, ცინიზმის ახალ დონეს წარმოადგენს.
„მიმაჩნია, რომ ეს ცინიზმის ახალ დონეს წარმოადგენს, თავად ზელენსკისთვისაც კი. ეს გამოწვევაა, იმის გათვალისწინებით, რაც მან უკვე გააკეთა. არ მახსენდება არც ერთი ქვეყანა, რომელსაც მის ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარება ეთხოვა ისე, რომ დამოუკიდებლობის დაკარგვის შესახებ განცხადება არ გაეკეთებინა“, – აღნიშნა ზახაროვამ.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პირადად მზადაა არჩევნების ჩასატარებლად, თუმცა და ევროპის ქვეყნები უსაფრთხოების უზრუნველყოფაში უნდა დაეხმარონ იმ სიტუაციაში, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აგრძელებს.
მანამდე, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა ჩაატაროს.
„ვფიქრობ, არჩევნების ჩატარებისთვის მნიშვნელოვანი დროა. ისინი ომს იყენებენ იმისთვის, რომ არ ჩაატარონ, მაგრამ ვფიქრობ, უკრაინელ ხალხს ეს არჩევანი უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ