სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა ხანძარს ჩინეთში, სკოლის საერთო საცხოვრებელში

ჩინეთში, ხენანის პროვინციაში, სკოლის საერთო საცხოვრებელში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას CNN ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, ცეცხლი საერთო საცხოვრებელში პარასკევს ღამით, ადგილობრივი დროით 11 საათზე გაჩნდა.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, დაკავებულია სკოლის ხელმძღვანელი.

ასევე დაგაინტერესებთ

კობახიძე – როგორც “მოსკოვის მექანიზმი“ არ ცვლის არაფერს ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე, საერთოდ არ არის საინტერესო ჰააგის ტრიბუნალის საკითხი -საქართველო იმ ქვეყნებზე ბევრად დემოკრატიულია, რომელთაც “მოსკოვის მექანიზმის“ ინიციატივა წარადგინეს