“კვარამ” ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა – როგორი იქნება “ატლეტიკთან” პსჟ-ს შემადგენლობა?

ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში, ბილბაოში „ატლეტიკთან“ მატჩში, პსჟ-ს სხვადასხვა მიზეზით რამდენიმე ფეხბურთელი ვერ დაეხმარება.
ტრავმირებული არიან ლუკა შევალიე, აშრაფ ჰაკიმი და ლუკას ბერალდო, უსმან დემბელეს გრიპი აქვს, ლუკა ერნანდესი კი დისკვალიფიცირებულია.
ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთდ ბასკეთში გაემგზავრა დეზირე დუე, რომელიც შეიძლება შეცვლაზე შევიდეს.
„პარიზიენი“ წერს, რომ 379 დღის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ისევ ითამაშებს მეკარე მატვეი საფონოვი, ხოლო , რომელმაც „რენთან“ შესანიშნავად იასპარეზა, კვლავ თავის საყვარელ მარცხენა ფლანგზე დაიკავებს ადგილს, ბრედლი ბარკოლა მარჯვენა ფრთაზე გაირჯება და მათთან ერთად შეტევის ხაზს კენტენ ნჯანტუ დააკომპლექტებს.
ერთი სიტყვით, როგორც ჩანს, მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საბოლოოდ ჩააბარა კვარაცხელიას მარცხენა ფლანგი და ბარკოლა საპირისპირი ფრთაზე გაუშვა. ლიგა 1-ის ბოლო შეხვედრაში თავის გამოჩენის მერე „კვარასგან“ ისევ განსაკუთრებულად თამაშს მოელიან და ალბათ, უკვე დროა გუნდში ლიდერი გახდეს, რისი უნარებიც უდავოდ გააჩნია.
„პარი სენ ჟერმენის“ სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა: საფონოვი, ზაირ-ემერი, მარკინიოსი, პაჩო, მეილიუ, ნევეში, ვიტინია, ფაბიანი, ბარკოლა, კვარაცხელია ნჯანტუ.
[VIDEO] “ლივერპულმა” “ინტერს” სადავო პენალტით მოუგო
ჩაკვეტაძემ ითამაშა – “უოტფორდის” ქომაგები ამას არ ელოდნენ
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს – “სპორტინგი” “ბაიერნთან” დამარცხდა
“ბარსელონაში” ტრანსფერზე უარი სწორედ ამიტომ ვთქვი” – ნიკო უილიამსი
[VIDEO] აკი ვერ თამაშობს კარგადო – ხვიჩამ დუბლი შეასრულა და კრიტიკოსებს უპასუხა
[VIDEO] მბაპეს ულამაზესი გოლებით – “რეალმა” სტუმრად “ატლეტიკს” უპრობლემოდ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “რენთან” მატჩში?
ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს
სალაჰი “ლივერპულიდან” თითქმის წასულია – ინგლისური გრანდი მისი შემცვლელის დამატებას პსჟ-იდან შეეცდება
ოსიმენის დუბლი – “გალათასარაიმ” და “ატლეტიკმა” გაიმარჯვეს
“ეს წარმოუდგენელია!” – “ზაბარნის არყოფნის მიზეზი საფონოვის თამაში იყო?” – ენრიკე ამ კითხვამ გააღიზიანა და ყველაფერი ახსნა
გაბრაზებული “კვარავაჯოს” დაბრუნება, შეჯამება და კიდევ ერთი ტიტული წლის ბოლომდე
ტრავმირებული ჰაკიმი მაროკოს ნაკრების დასახმარებლად სამშობლოში გაემგზავრება
ლუის ენრიკე: საფონოვზე დაქორწინებული არ ვარ