ევროკავშირმა „ჰამასთან“ დაკავშირებულ ექვს პიროვნებას სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა „ჰამასთან“ დაკავშირებულ ექვს პიროვნებას სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„სანქციების ახალი ჩარჩო ძალაში 2025 წლის 19 იანვრამდე იქნება. საჭიროებისამებრ, მისი განხილვა, განახლება და შეცვლა მუდმივად მოხდება“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.
ევროკავშირმა „ჰამასის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიას სუდანში დაფუძნებული ფინანსისტი აბდელბასით ჰამზა ელჰასან მოჰამედ ხაირი, ნაბილ ჩუმანი, ხალედ ჩუმანი, „ჰამასის“ ერთ-ერთი მთავარი ფინანსისტი რიდა ალი ხამისი, „ჰამასის“ უფროსი ოპერატორი მუსა დუდინი და ალჟირში დაფუძნებული ფინანსისტი აიმან აჰმედ ალ დუვაიკი დაამატა.
სანქციების დაწესების მიზეზად იარაღით ვაჭრობა, ისრაელის უსაფრთხოების, ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა დასახელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ