ბრიტანეთის საელჩო ბოდიშის მოთხოვნაზე: BBC დამოუკიდებელია, ეს მათი გადასაწყვეტია

დიდი ბრიტანეთის საელჩომ რადიო თავისუფლებასთან კობახიძის მოთხოვნას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, ლონდონმა BBC-ის “სიყალბის” გამო ბოდიში უნდა მოიხადოს.
საელჩოს განცხადებით, BBC ბრიტანეთის მთავრობისგან დამოუკიდებელია, შესაბამისად ბოდიშის მოხდის სახკითხი მისივე გადასაწყვეტია.
„BBC დამოუკიდებელია ბრიტანეთის მთავრობისგან როგორც საოპერაციო, ასევე სარედაქციო საქმიანობის თვალსაზრისით და ეს საკითხი თავად კორპორაციის გადასაწყვეტია“, – განუცხადეს რადიო თავისუფლებას საელჩოში.
ცნობისთვის, დღეს “ოცნების” პრემიერმა, ირაკლი მ განაცხადა, რომ “დიდმა ბრიტანეთმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სიყალბის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს.”
1 დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა საგამოძიებო სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც 2024 წლის საპროტესტო აქციების დასაშლელად “ოცნებამ” პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერება გამოიყენა.