ჩინეთში, სკოლის საერთო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში, სკოლის საერთო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ცენტრალური ჩინეთის, ხენანის პროვინციის ქალაქ ნანიანთან ახლოს მდებარე სოფელ იანშანპუში სკოლის საერთო საცხოვრებელში ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა.
შემთხვევის ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა ხანძარი სწრაფად ჩააქრეს და დაშავებული მე-14 პიროვნება ხანძრის შედეგად მიღებული დაზიანებების სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, სკოლის ხელმძღვანელი სამართალდამცავებმა დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ვარშავაში მინისტრების შეკრებაზე საქართველოს არ მიწვევაზე – ეს გადაწყვეტილება სამწუხაროა – გამოდის, რომ პოლონეთის ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი და სააკაშვილთან მეგობრობას უფრო მაღალა აყენებს

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გულწრფელობაში ეჭვი გვეპარება, მაგრამ დემოკრატიაა და გამართონ ნებისმიერი მარში – რაც შეეხება ევროკავშირის საელჩოს ღონისძიებას, რადგან პროტოკოლი დაარღვიეს, ჩვენ იქ არ ვიქნებით