რუსეთის მიერ გაშვებული 7 “შაჰიდიდან” 4 ჩამოვაგდეთ | უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ს 7 “შაჰიდის” ტიპის დრონით შეუტიეს. უწყების თქმით, უკრაინის საჰაერო ძალებმა 4 მათგანი ჩამოაგდეს.
“ღამით რუსმა ოკუპანტებმა განახორციელეს მორიგი საჰაერო დარტყმა შაჰიდ-136/131 ტიპის 7 თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის 4 უპილოტო საფრენი აპარატი,” – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.