ჩინეთის საგარეო მინისტრი – იაპონია სამხედრო თვალსაზრისით გვემუქრება

იაპონია ჩინეთს სამხედრო თვალსაზრისით ემუქრება, რაც სრულიად მიუღებელია, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ გერმანელ კოლეგას, იოჰან ვადეფულს განუცხადა.
მისი მტკიცებით, იმის გათვალისწინებით, რომ წელს მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლის იუბილეა, იაპონიამ, როგორც დამარცხებულმა ქვეყანამ, უფრო მეტი სიფრთხილით უნდა იმოქმედოს.
„მაგრამ ახლა მისი ამჟამინდელი ლიდერი ცდილობს ჩინეთისთვის პრობლემებისა და სამხედრო საფრთხის შესაქმნელად ტაივანის საკითხის გამოყენებას, იმ ტერიტორიის, რომლის კოლონიზაციაც იაპონიამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში მოახდინა და ჩინელი ხალხის წინააღმდეგ უამრავი დანაშაული ჩაიდინა. ეს სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა ვანმა.
შეგახსენებთ, ჩინეთსა და იაპონიას შორის ურთიერთობები ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაიძაბა მას შემდეგ, რაც იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა, რომ იაპონიამ, შესაძლოა, ტაივანის წინააღმდეგ ჩინეთის ნებისმიერ სამხედრო ქმედებას უპასუხოს, თუ ეს ასევე საფრთხეს შეუქმნის იაპონიის უსაფრთხოებას. იპონიამ ორი დღის წინ განაცხადა, რომ ჩინეთის მოიერიშე თვითმფრინავებმა რადარი იაპონიის სამხედრო თვითმფრინავებისკენ მიმართეს. იაპონიამ ეს ნაბიჯი საშიშ ქმედებად შეაფასა და დაგმო.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – რასაც უწოდებდნენ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო, ორჯერ – უკრაინა – დღეს პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი

ირაკლი კობახიძე – თუკი ვინმე და რამე იხევს უკან თანამედროვე სამყაროში, ეს არის ევროკავშირი – სამწუხაროდ, არ გვაქვს პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ არ იცვლება დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან