ანდრეი ბაბიში ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი გახდა

ანდრეი ბაბიში ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი გახდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ანრეი ბაბიში დანიშნა.
ანდრეი ბაბიშის პარტია ANO ხელისუფლებას ოფიციალურად მიმდინარე თვეში გადაიბარებს, მას შემდეგ, რაც მთავრობის კაბინეტის დანიშვნა მოხდება.
კოალიციური მთავრობის შემადგენლობაში პარტია ANO-სთან ერთად მემარჯვენე ევროსკეპტიკოსი პარტიების, „მოტორისტებისა“ და „თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატიის“ წევრები იქნებიან.
შეგახსენებთ, ოქტომბერში ჩატარებულ ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში ანდრეი ბაბიშის პარტია ANO-მ ამომრჩეველთა ხმების 34.5%-ით პირველი ადგილი დაიკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”