“ბექას სკოლა” Cambridge-ის ოჯახში — რას ნიშნავს ეს ქართველი მოსწავლეებისთვის?

“ბექას სკოლამ”, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ინგლისური ენის ცენტრია თბილისში, წარმატებით გაიარა აკრედიტაცია და მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული საგანმანათლებლო ინსტიტუციის – Cambridge-ის ოფიციალური პარტნიორი (Cambridge English Educational Partner) გახდა. ეს სტატუსი ადასტურებს, რომ სკოლის სწავლების ხარისხი, მიდგომები და გარემო სრულად შეესაბამება კემბრიჯის უნივერსიტეტის მკაცრ საერთაშორისო სტანდარტებს.
რას ცვლის ეს პარტნიორობა?
პირველ რიგში, ეს არის ხარისხის უპირობო გარანტია. ეს ნიშნავს, რომ ქართველი სტუდენტები იღებენ ზუსტად იმ ხარისხის განათლებას და სარგებლობენ იმავე რესურსებით, რაც საერთაშორისო დონეზეა აღიარებული.
პარტნიორობა ასევე ითვალისწინებს პედაგოგების მუდმივ პროფესიულ ზრდას. სკოლის მასწავლებლებს წვდომა აქვთ კემბრიჯის ექსკლუზიურ ტრენინგებსა და მეთოდოლოგიურ რესურსებზე, რაც უზრუნველყოფს, რომ სწავლება „ბექას სკოლაში“ მუდმივად უახლესი, თანამედროვე სტანდარტებით მიმდინარეობდეს.
“ჩვენთვის ეს სტატუსი ძალიან ბევრს ნიშნავს. სკოლის დაარსების დღიდან ვცდილობთ დავამსხვრიოთ სტერეოტიპი, რომ სწავლა აუცილებლად მოსაწყენ აკადემიურ გარემოსთან უნდა ასოცირდებოდეს.სტუდენტებს ვახვედრებთ მეგობრულ გარემოს, სადაც სწავლის პროცესი არის სასიამოვნო და მხიარული. ჩვენი საკლასო ოთახებიდან სულ ისმის სიცილ-ხარხარის ხმა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეიდან ჩვენს სკოლას აზის კემბრიჯის ხარისხის ნიშანი, რაც ადასტურებს, რომ მხიარული გარემო სულაც არაა შეუთავსებელი სწავლების ხარისხის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტთან,” — აცხადებენ “ბექას სკოლაში”.
კემბრიჯის ინოვაციური სასწავლო პლატფორმა
კემბრიჯთან თანამშრომლობით, სასწავლო პროცესში სრულად ინტეგრირებულია Cambridge One – ინოვაციური ციფრული ეკოსისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს, ჰქონდეთ მუდმივი წვდომა მსოფლიო დონის სასწავლო რესურსებზე ნებისმიერი მოწყობილობიდან – იქნება ეს სმარტფონი, პლანშეტი თუ კომპიუტერი.
ეს პლატფორმა არ არის მხოლოდ ელექტრონული ბიბლიოთეკა. ეს არის ჭკვიანი სასწავლო სივრცე, რომელიც აერთიანებს აუდიო-ვიდეო მასალებს, ინტერაქციულ თამაშებსა და დინამიკურ სავარჯიშოებს. სისტემა იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რათა გააანალიზოს თითოეული მოსწავლის პროგრესი დეტალებში, განსაზღვროს სუსტი მხარეები და ავტომატურად შესთავაზოს პერსონალიზებული სავარჯიშოები ცოდნის გასამყარებლად.
კემბრიჯის საერთაშორისო სერტიფიკატები
“ბექას სკოლა” უახლოეს მომავალში ამატებს სპეციალურ კურსებს კემბრიჯის ოფიციალური გამოცდებისთვის (B2 First, C1 Advanced) მოსამზადებლად.
კემბრიჯის სერტიფიკატები აღიარებულია 25,000-ზე მეტი ორგანიზაციის, უნივერსიტეტისა და დამსაქმებლის მიერ მთელ მსოფლიოში. სხვა პოპულარული ტესტებისგან (IELTS, TOEFL) განსხვავებით, რომელთა მოქმედების ვადა 2 წელია, კემბრიჯის სერტიფიკატი უვადოა.