“ლივერპულის” ეგვიპტელი ვინგერის მოჰამედ სალაჰის “მერსისაიდული” კარიერია თითქმის დასრულებულია. გამოცდილ შემტევს თავისი გაკეთებული განცხადების გამო, როგორც ხელმძღვანელობასთან, ისე მთავარ მწვრთნელად კონფლიქტი აქვს და ამიტომ ჩემპიონთა ლიგაზე “ინტერთან” გასამართი მატჩის განაცხადშიც კი არ შეიყვანეს.
წამყვანი სპორტული გამოცემები უკვე წერენ, რომ აფრიკელის ზამთარში “ენფილდიდან” აბარგება გადაწყვეტილი ამბავია. ამის შესახებ არნე სლოტს “ნერაძურისთან” მატჩის წინა ვარჯიშზეც დაეკითხნენ და ნიდერლანდელმა თქვა, რომ არ იცის, უკვე ჩაატარა თუ არა მომ ბოლო შეხვედრა “ლივერპულის” მაისურით.
ეგვიპტელს არაერთი მსოფლიო ვარსკვლავი აკრიტიკებს და გაკეთებულ განცხადებას უწუნებს. ის პრემიერ ლიგის შემდეგი ტურის შემდეგ აფრიკის თასზე უნდა გაემგზავროს და თავისი ქვეყნის ნაკრებს დაეხმაროს.
ამავდროულად, ბრიტანულ მედიაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ სალაჰის დამატებას ამ ზამთარს “გალათასარაი” და საუდის არაბეთის კლუბები აქტიურად შეეცდებიან.
თავის მხრივ, სპორტულ პრესაში უკვე დაიწერა, რომ “ლივერპული” ეგვიპტელის შემცვლელად პსჟ-ის შემტევ ბრედლი ბარკოლას უმიზნებს.
სალაჰის კლუბიდან მოკვეთის მიზეზი ზედიზედ 3 შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე ჯდომის შემდეგ, “ლიდსთან” (3:3) საგარეო მატჩის მერე გაკეთებული განცხადება გახდა, სადაც მან თქვა:
“არ ვიცი, ეს ყოველივე რატომ ხდება, მაგრამ სიტუაცია ჩემთვის მიუღებელია. ავტობუსის ქვეშ მაგდებენ და პრობლემა მე ვგონივარ, მაგრამ ეს მე ნამდვილად არ ვარ.
ნათელია, ვიღაცას სურს, ყველაფერი მე დამაბრალოს. კლუბი ზაფხულში ბევრ რაღაცას დამპირდა, მაგრამ მესამე მატჩია, რაც სათადარიგოთა შორის ვარ.
ყოველთვის, მეც და ჩემი შვილებიც “ლივერპულის” ფანები ვიქნებით. მალე “ენფილდზე” ფანებს დავემშვიდობები და აფრიკის თასზე წავალ, შემდეგ კი არ ვიცი რა მოხდება”, – თქვა სალაჰმა.
“არსენალმა” ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
სრულ მზადყოფნაშია – 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს “ჩელსის” ძირითადში ელიან
მამის ნაკვალევზე – ისაგო სილვამ “ჩელსისთან” კონტრაქტი გააფორმა
შესაძლოა, ბარკოლა ძირითადში ვიხილოთ – პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა “არსენალთან”
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები – “ლივერპული” “სანდერლენდთან” წაგებას გადაურჩა
“ლივერპულში” სლოტის გათავისუფლებაზე ფიქრობენ – მისი შესაძლო შემცვლელის ვინაობა ცნობილია
“ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ” – სლოტმა “სანდერლენდთან” მატჩი შეაფასა
“ლივერპული” სლოტს არ გადააყენებს
სალაჰი პრემიერ ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
შეუძლია თუ არა “ლივერპულს” ამ სეზონშიც პრემიერ ლიგის მოგება – სლოტმა კომენტარი გააკეთა
“ლივერპულს” ტრანსფერი პირადად ჩაუშალა, ახლა კი იქ მწვრთნელად მიდის? – სლოტის შემცვლელად გლასნერი განიხილება
არაბული კლუბი სალაჰისგან პასუხს ელოდება – რას გადაწყვეტს ეგვიპტელი?
სალაჰი თავის თავს ისტორიაში საუკეთესო აფრიკელ ფეხბურთელად მიიჩნევს
პსჟ-მ შეკრება დაიწყო – “ლივერპული” მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
სალაჰს სემენიო შეცვლის? – “ლივერპული” გამოსასყიდი თანხის გადასახდელად ემზადება
გადაწყვეტილება საბოლოოა – პსჟ ბარკოლას არ გაყიდის
[VIDEO] ალისონს სამი გაუტანეს – “ლივერპული” “ლიდსთან” ფრეს დასჯერდა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს
ლუის ენრიკე: საფონოვზე დაქორწინებული არ ვარ
“ბაიერნი” პსჟ-ს ბარკოლაში სოლიდურ თანხას შესთავაზებს
L'ÉQUIPE: ბარკოლამ კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლა მტკივნეულად აღიქვა და ფსიქოლოგიური პრობლემების გამო გუნდს დატოვებს?
“ატლეტიკთან” მატჩში პსჟ-ს რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდება
სალაჰი უკვე მეოთხეა – ეგვიპტელის მორიგი მიღწევა პრემიერ ლიგაში
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს



