იაპონიაში მიწისძვრის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა

იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მიწისძვრის გამო ათასობით ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის ცენტრი დაფიქსირდა 50 კმ სიღრმეზე, აომორის რეგიონის სანაპიროდან დაახლოებით 80 კმ-ში. მ ცუნამის საფრთხესთან დაკავშირებული გაფრთხილებების გაცემა გამოიწვია, რაც ამჟამად გაუქმებულია.
მიწისძვრის გამო, შეფერხდა სარკინიგზო მოძრაობა, ათასობით სახლი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ უახლოეს დღეებში შესაძლოა უფრო ძლიერი ბიძგი მოხდეს და საზოგადოებას მოუწოდეს, მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში მაღალი მზადყოფნის მდგომარეობაში დარჩნენ.
Reuters-ის ცნობით, ევაკუაციის ბრძანება დაახლოებით 90 000 მოქალაქისთვის გაიცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ბესელია შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების გამკაცრებაზე – ახალი საკანონმდებლო ცვლილება პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას – დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლო რომ არსებობდეს, ამ კანონს გააუქმებდა

ირაკლი ფავლენიშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე – პოლიტიკოსების მიმართ ნათქვამი, შიში დაძლიეთო, ყველას გვეხება, ვინც თავისუფლებაზე ვართ – აქ მხოლოდ „ნაცმოძრაობაზე“, „ახალზე“ ან „ლელოზე“ და გახარიაზე არ არის საუბარი