სანაკრებო ფანჯარამ და შესაბამისად, მატჩებმა, გადაიარა და დადგა 2025 წლის ბოლო აკორდის – ევროტურნირების ჯერი. ისევე როგორც აქამდე, ქართველ კომისარსა და მსაჯებს საერთაშორისო მატჩებში საკმაო სამუშაო აქვთ. მიმდინარე წლის ფიბა-ს ბოლო დანიშვნებში 3 ქართველი ფიგურირებს, რომელთაგან ყველაზე მეტად დატვირთულია არბიტრი, კირილე თვაური.
კირილეს 3 მატჩის მომსახურება მოუწევს. 10 და 17 დეკემბერს ფიბა ევროპის თასის შეხვედრები შესაბამისად გერმანიასა და საბერძნეთში ჩატარდება. პირველ შემთხვევაში ქართველი არბიტრი როსტოკში დანიშნულ მატჩს (როსტოკი – სოპოტი, პოლონეთი) იმსაჯებს, ხოლო 17-ში ის ათენის პერისტერისა და იტალიურ დინამო სასარის შეხვედრას მოემსახურება. თვაური საბერძნეთში დარჩება და მეორე დღეს, 18 დეკემბერს იმუშავებს ქალთა ევროპის თასის მატჩზე: “ათინაიკოსი” – “კლუბ ხარაისი” (ესპანეთი).
საინტერესოა არბიტრ მიხეილ ვართანოვისა და კომისარ მერაბ რატიშვილის ამბავი. ორივეს გზა 11 დეკემბერს საბერძნეთში, ათენის გვერდზე მდებარე პირეოსში გადაიკვეთება, სადაც ქალთა ევროპის თასზე ადგილობრივი გუნდი სტუმრის სტატუსით ეთამაშება ებრაულ კლუბს. ცნობილი მიზეზების გამო ისრაელის გუნდები მეტოქეს სამშობლოში ვერ და, საბერძნეთში მასპინძლობენ. “ელიცურ რამლას” მეტოქე კი პირეოსის ოლიმპიაკოსია და საშინაო შეხვედრასაც ებრაელები ოპონენტი გუნდის დარბაზში გამართავენ. სწორედ ამ ერთობ უცნაური სტატუსის მქონე მატჩს მიხეილ ვართანოვი იმსაჯებს, ხოლო მერაბ რატიშვილი – კომისარი იქნება.
მიხეილ ვართანოვი (მსაჯი)
11 დეკემბერი. ქალთა ევროპის თასი. პირეოსი (საბერძნეთი)
ელიცურ რამლა (ისრაელი) – ოლიმპიაკოსი (პირეოსი, საბერძნეთი)
კირილე თვაური (მსაჯი)
10 დეკემბერი. ფიბა ევროპის თასი. როსტოკი (გერმანია)
როსტოკი (გერმანია) – სოპოტი (პოლონეთი)
17 დეკემბერი. ფიბა ევროპის თასი. ათენი (საბერძნეთი)
პერისტერი (ათენი, საბერძნეთი) – დინამო სასარი (იტალია)
18 დეკემბერი. ქალთა ევროპის თასი. ათენი (საბერძნეთი)
ათინაიკოსი (ათენი, საბერძნეთი) – კლუბ ხაირისი (ალკანტარილია, ესპანეთი)
მერაბ რატიშვილი (კომისარი)
11 დეკემბერი. ქალთა ევროპის თასი. პირეოსი (საბერძნეთი)
ელიცურ რამლა (ისრაელი) – ოლიმპიაკოსი (პირეოსი, საბერძნეთი)
GBF.GE
რატიშვილი პიტეშტში – რუმინეთისა და მონტენეგროს მატჩზე
კალათბურთის მაგიდის მსაჯთა კოლეგიას კახეთის რეგიონიდან 6 წევრი შეემატა
რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე
ოთხივე ქართველი ფიბა-ს მატჩებზე | შალამბერიძის საკლუბო დებიუტი რუმინეთში შედგება
რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე
ქართველი მსაჯებისა და კომისრისთვის ევროსეზონი აქტიურად იწყება
რატიშვილი ფიბა ევროპის თასის ნახევარფინალს სალონიკში უკომისრებს
ქართველი მსაჯები და კომისარი ქალთა ევროპის თასის მატჩებზე
ვართანოვი პოლონეთში, თვაური – ბულგარეთში | ფიბა ევროპის თასის მატჩებზე
კირილე თვაური ერევანში ლატვიასა და ხორვატიის ფინალურ მატჩს მოემსახურება
კირილე თვაურის 2 მატჩი 4 დღეში | ქართველი არბიტრი ფიბა-ს დატვირთა
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
“ქუთაისი” ჩემპიონთა ლიგაზე, თვაური – ფიბა ევროპის თასზე
რატიშვილი პიტეშტში – რუმინეთისა და მონტენეგროს მატჩზე
ისტორიულ ბაქოურ დერბის თვაური იმსაჯებს | ქართველი მსაჯებ-კომისარი ევროტურნირებზე
რატიშვილი ტუზლაში გაასამებს



