,,დღეს გამორჩეულად მძიმე დღე მქონდა“ – ირინა სარიშვილი

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,დღეს გამორჩეულად მძიმე დღე მქონდა. ყველას გვაქვს ხოლმე ასეთი დღეები, როცა არაფერი არ გამოგდის, ხელიდან გივარდება ყველაფერი, ვიღაც გულს გატკენს, ვიღაც იმედს გაგიცრუებს, იქით ბავშვი წამოახველებს, ამ ყველაფერს დამატებული უცვლელი ყოფითი პრობლემები და აი ხელები რო უნდა ჩამოუშვა, ყურები ჩამოყარო და სიბნელეში ჩაიძირო, შეხედავ შვილებს – დიდებს, პატარებს, მერე ტყვეობაში მყოფ მეგობრებს ან სრულიად უცნობებს გაიხსენებ და მიხვდები რომ გაჩერების უფლება არ გაქვს. არ შეიძლება გაჩერება ყველაზე უიმედო სიტუაციაშიც კი, რადგან ყოველთვის არის გამოსავალი, რომელსაც უნდა მიაგნო და რომ მიაგნო, არ უნდა გაჩერდე. არ შეიძლება გაჩერება.
ნუ გავჩერდებით ხალხნო”

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”