რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში ვიქტორ ორბანს შეხვდა, – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს დოლმაბაჰჩეს სასახლეში უმასპინძლა.
ორბანის თქმით, ერდოღანმა გარანტია მისცა, რომ თურქეთის გავლით უნგრეთში რუსული გაზის მიწოდება გაგრძელდება.
„დღეს შევთანხმდით, რომ თურქეთი რუსული გაზის უნგრეთში ტრანზიტს უზრუნველყოფს“, – აღნიშნა ორბანმა.




