– ევროპელ ლიდერებთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საერთო პოზიცია შევაჯერეთ

ევროპელ ლიდერებთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საერთო პოზიცია შევაჯერეთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ლონდონში, ევროპელ ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
„ის, რასაც დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, უკრაინასა და ევროპას შორის ერთობა, ასევე ევროპას, უკრაინასა და -ს შორის ერთობაა“, – წერს ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრაზე „ამერიკულ მხარესთან დიპლომატიური მუშაობა დეტალურად განიხილა“.
„უსაფრთხოების გარანტიებისა და რეკონსტრუქციის მნიშვნელობაზე საერთო პოზიცია შევაჯერეთ და შემდგომ ნაბიჯებზე შევთანხმდით. ასევე, ცალკე განვიხილეთ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის საკითხი“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.