აბიტურიენტები რამდენიმე უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის არჩევას ვეღარ შეძლებენ

„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული განათლების რეფორმის შედეგად, აბიტურიენტები რამდენიმე უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის არჩევას ვეღარ შეძლებენ.
ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ „ქართული ოცნების“ პარლამენტში ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„თქვენ იცით, რომ დღეს არსებული მოდელის მიხედვით, როდესაც სტუდენტი ხაზავს სასურველ ფაკულტეტებს, მას აქვს ვარიანტები, რომ რამდენიმე უნივერსიტეტი მოხაზოს და საბოლოო ჯამში, ის თუ ვერ მოხვდა თავისი ქულების მიხედვით პირველ უნივერსიტეტში, ან მეორეში მოხვდება, ან მესამეში, ან მეოთხეში და რეალურად ამით ხარისხი ვარდება.
ახალი მოდელის მიხედვით, ამის საშუალება არ იქნება, ანუ მთავარი ამოცანა იქნება, რომ მხოლოდ მაღალკვალიფიციური, მაღალი ქულების მქონე სტუდენტები მოხვდნენ, რადგან ჩვენთვის ფუნდამენტური ამოცანაა, რომ ხარისხი გავზარდოთ ამ მიმართულებით. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მოკლე პერიოდში პირველადი შედეგები ნამდვილად გვექნება, რადგან იქ მოხვდებიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე აბიტურიენტები“,- განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – როცა რეჟიმი ასე გიტევს, ის ბოლომდე წავა, გაჩერდება იმ შემთხვევაში, თუ მის ძალადობას დაუპირისპირდება გადაულახავი ძალა, რომელიც მას დააფრთხობს – ძალას ახლა კი ვხედავ, მაგრამ ეს ძალა დაქსაქსულია