POLITICO: ამერიკელები დაჟინებით მოითხოვენ, რომ მ დონბასი დატოვოს

POLITICO: ამერიკელები დაჟინებით მოითხოვენ, რომ მ დონბასი დატოვოს
სამშვიდობო მოლაპარაკებები -სა და უკრაინას შორის შეფერხდა ერთი მთავარი საკითხის გამო – როგორ აიძულონ უკრაინა, დათმოს ის, რისი ხელში ჩაგდებაც კრემლმა ვერ შეძლო ომის დროს – დონბასის რეგიონი, – წერს გამოცემა POLITICO ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით.
„ტერიტორიების საკითხს ამერიკელები მარტივად უდგებიან: უკრაინას ტერიტორიების დათმობას სთხოვს, ამერიკელები კი სულ იმაზე ფიქრობენ, როგორ მოახერხონ ეს“, – განუცხადა POLITICO-ს მოლაპარაკებების პროცესში ჩახედულმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით.
„ამერიკელები დაჟინებით მოითხოვენ, რომ უკრაინამ დონბასი დატოვოს… ასე თუ ისე“, – დასძინა ოფიციალურმა პირმა.
უკრაინა დაჟინებით მოითხოვს, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება არსებულ ხაზებზე ომის გაყინვას უნდა გულისხმობდეს. ამჟამად დონბასის დაახლოებით 30 პროცენტი კვლავ უკრაინის ხელშია.

ასევე დაგაინტერესებთ

რაც უფრო რეალური გახდება უკრაინის კრიზისის მოგვარება, მით უფრო დიდი იქნება ძალისხმევა, შეიქმნას ცეცხლის ახალი კერები, საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა, ახალი ჯახის რეალური წინაპირობა იქნებოდა, არსებობს შუა დერეფნის დაუფლების ან სულაც გადაკეტვის ინტერესიც