სომხეთის ძალოვანებმა დააკავეს საქართველოდან ჩამოსული ფსკოვის მოძრაობა „გოლოსის“ ყოფილი კოორდინატორი ვლადიმირ ჟილინსკი. ის რუსეთში დაუსწრებლად არის დაკავებული „უცხოელი აგენტის“ ვალდებულებების შეუსრულებლობის საქმეხე, ასევე მის წინააღმდეგ აღძრულია კიდევ ერთი საქმე ტერორიზმის გამართლების ბრალდებით, რაც შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
როგორც “კავკაზსკი უზელი” წერს, მოძრაობა „გოლოსმა“ გამოაცხადა თვითლიკვიდაცია, რადგან მისი საქმიანობის ნებისმიერი ფორმით გაგრძელება მის წევრებს სისხლის სამართლის დევნის საფრთხეს უქმნიდა.
გამოცემის ცნობით, ჟილინსკი ამჟამად დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, სანამ მას აღკვეთის ღონისძიებას შეურჩევენ.




