ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის და ბელარუსის საზღვარზე ერთობლივ თავდაცვის ხაზს შექმნიან

ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა სა და ბელარუსის საზღვარზე ბალტიისპირეთის ერთობლივი თავდაცვის ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ. რომლის ამოცანაც იქნება შესაძლო სამხედრო საფრთხის შეკავება და თავდაცვა.
ამის შესახებ ს თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. მათი თქმით, ასეთი თავდაცვითი ზონის საჭიროება უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარეობს.
„რუსეთის ომმა ში აჩვენა, რომ აღჭურვილობის, საბრძოლო მასალისა და ცოცხალი ძალის გარდა, ჩვენ ასევე გვჭირდება ფიზიკური დაცვის საშუალებები საზღვარზე, რათა დავიცვათ ესტონეთი პირველივე მეტრიდან“, – ნათქვამია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
თავდაცვის ობიექტები ლატვიასთან და ლიეტუვასთან ერთად აშენდება. ამრიგად, ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნება დამხმარე პუნქტებისა და გამანაწილებელი ხაზების ქსელი. ამავდროულად, ესტონეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ სამშვიდობო პერიოდში ასაფეთქებელი ნივთიერებები, მავთულხლართები და სხვა დაბრკოლებები არ განთავსდება.
ბალტიისპირეთის თავდაცვის მინისტრებმა ასევე მოაწერეს ხელი დეკლარაციას HIMARS-ის ერთობლივი გამოყენების შესახებ მშვიდობიან და ომის პერიოდში.