“ტელეკომპანია BBC-ის მიერ გაკეთებულ სიუჟეტში გადმოცემულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა. მათი განმარტებით, 4-5 დეკემბრის ღამით “მასების მართვისათვის გამოყენებულ იქნა ნივთიერება “ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი”, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს “პროპილენ გლიკოლის” ხსნარი”. მათივე ინფორმაციით, ისინი არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ კატეგორიას, “ბრომობენზილ ციანიდი”, იგივე “კამიტი” კი შსს-ს არასდროს შეუძენია”.
სუსი ასევე განმარტავს, რომ “ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი “2007 და 2009 წლებს გამხსნელ ნივთიერებასთან ერთადაა შეძენილი.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავისი გამოძიების ფარგლებში, ყველა კითხვას გასცა პასუხი, შესაბამისად, აქ უკვე სპეკულაციები აღარ არსებობს – დადასტურდა, რომ BBC- ის გამოძიებაში მოცემული ფაქტები იყო მტკნარი სიცრუე და საერთოდ არ შეიცავდა სიმართლეს”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, სუს-ის გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონის შესაბამისად იმოქმედა.
“ტელეკომპანია BBC-ის მიერ გაკეთებულ სიუჟეტში გადმოცემულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა. მათი განმარტებით, 4-5 დეკემბრის ღამით “მასების მართვისათვის გამოყენებულ იქნა ნივთიერება “ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი”, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს “პროპილენ გლიკოლის” ხსნარი”. მათივე ინფორმაციით, ისინი არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ კატეგორიას, “ბრომობენზილ ციანიდი”, იგივე “კამიტი” კი შსს-ს არასდროს შეუძენია”.
სუსი ასევე განმარტავს, რომ “ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი “2007 და 2009 წლებს გამხსნელ ნივთიერებასთან ერთადაა შეძენილი.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავისი გამოძიების ფარგლებში, ყველა კითხვას გასცა პასუხი, შესაბამისად, აქ უკვე სპეკულაციები აღარ არსებობს – დადასტურდა, რომ BBC- ის გამოძიებაში მოცემული ფაქტები იყო მტკნარი სიცრუე და საერთოდ არ შეიცავდა სიმართლეს”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, სუს-ის გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონის შესაბამისად იმოქმედა.
ამ თემის ირგვლივ ambebi.ge-ს ექიმი, ტოქსიკოლოგი ზურაბ სიხარულიძე ესაუბრა.
– ბატონო ზურაბ, სუს-ის განცხადებაში რა ნივთიერებაა წარმოდგენილი და რა მახასიათებლით გამოირჩევა ის?
– ეს ნივთიერება წარმოადგენს მხუთავ აირს, რომელიც პრინციპში, დაშვებულია დემონსტრაციების დასაშლელად – ერთჯერადად, მასიური არეულობის დროს, მაგრამ არა ისე, როგორც ამათ გამოიყენეს… ამ ყველაფერში ყველაზე ცუდი არის ის, რომ ამ ნივთიერებას ყრიდნენ წყალში და მას უმატებდნენ გარკვეულ გამხსნელს, სავარაუდოდ, ტრიქლორეთილენს. თვითონ კი ამბობენ, გლიკოლს ვურევდითო, მაგრამ არ უარყოფენ, რომ მარაგში ტრიქლორეთილენიც ჰქონდათ. აქ სწორედ ესაა დასადგენი, რომელ გამხსნელს ურევდნენ და რა რაოდენობით იყენებდნენ აქციების დაშლის დროს. სრულიად დაშვებული რომც იყოს CS, რომელსაც ისინი იყენებდნენ, დასადგენია, რა კონცენტრაცია იყო, რამდენი იყო გაზავებული თითოეულ მანქანაში, რა ფართობზე და რამდენი იყო გაფრქვეული ეს გაზი. ეს პერმანენტულად ხდებოდა 6 დღის განმავლობაში – 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე, თუმცა 4-5 დეკემბრამდე რა და როგორ იყო, ამას არ ამბობენ. ითქვა, რომ CS 2020-შიც გამოიყენეს. აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია – ეს ნივთიერება 18 წელი ინახებოდა (როგორც თავად ამბობენ), არადა, შენახვის ვადა მაქსიმუმ 3-5 წელია, შენახვის იდეალური პირობები თუა, მაშინ – 10 წლამდე. ამის შემდეგ, როცა შენახვის ვადა დარღვეულია, ასეთი ნივთიერებები სხვა ნივთიერებად გარდაიქმნება.
– შესაძლებელია, ის უფრო ტოქსიკური გახდეს, თუ?
– ფაქტია, რომ CS (რასაც ესენი ამბობენ) უფრო ტოქსიკური გახდა, ის შედეგები, რაც ამ შემთხვევაში გამოიწვია ამ ნივთიერებამ მოსახლეობაზე და დემონსტრანტებზე, მეტყველებს იმაზე, რომ იყო ბევრად ტოქსიკური. პლუს ამას, გარდა ამისა, ის თუ გამხსნელთან ერთად წყლის ჭავლშია გარეული, ეს კიდევ უფრო აძლიერებს მის შეღწევადობას ორგანიზმში, რაც კიდევ უფრო მეტად ტოქსიკურს ხდის დემონსტრანტებისთვის. ასეთი ნივთიერების მასობრივი გამოყენება ამდენი დღის მანძილზე, ესეც უკვე დარღვევას წარმოადგენს, ვინაიდან არ შეიძლება ქიმიური აგენტის მასიურად გამოყენება ასეთი რაოდენობით და ინტენსივობით. სულაც რომ კანონით დაშვებული ნივთიერება იყოს, მისი გამოყენება კატეგორიულადაა აკრძალული ასეთი კონცენტრაციით, წყლის ჭავლთან პლუს გამხსნელით. მათ თუ ტრიქლორეთინელი გამოიყენეს როგორც გამხსნელი, ეს უფრო ამძიმებს სიტუაციას, ვინაიდან ეს ნივთიერება არის ნეიროტოქსიური ნივთიერება. იმ საბუთების მიხედვით, რომელიც BBC-ის ფილმში წარმოადგინეს, მისი რაოდენობა დაკლებულის (260ლ. აკლია), შესაბამისად, სადღაც გამოიყენეს, ხომ? ანუ უნდა თქვან, სად გამოიყენეს, სად გაიხარჯა. აუცილებელია დოკუმენტების წარმოდგენა.
– რა სიმპტომები ახლავს ამ მხუთავი აირით მოწამვლას, აქციის მონაწილეებს სხვადასხვა სახის ჩივილები ჰქონდათ…
– რა თქმა უნდა შეეძლო გამოეწვია სუნთქვის გაძნელება, სისხლდენა, მხედველობის გაუარესება, კანზე პრობლემები, ღებინება, ასევე, ის მოქმედებს ფსიქიკაზე… დაშვებული ნივთიერების შემთხვევაში ადამიანი როდესაც ტოვებს იმ ტერიტორიას, ამ მოქმედებამ უნდა გაიაროს და დამთავრდა. როცა არის გახანგრძლივებული მოქმედება და რამდენიმე დღის მანძილზე ეს მოქმედება გრძელდება კანზე, გულზე, თვალზე, სასუნთქ სისტემაზე და ა.შ. ეს არის გახანგრძლივებული მოქმედება, რაც უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ აგენტი ტოქსიკური იყო, ჰქონდა გახანგრძლივებული მოქმედება და გამოიყენებოდა არასწორად არასწორ კონცენტრაციაში. ამის პროტოკოლი იწერება და აუცილებლად უნდა იყოს ის შეთანხმებული ჯანდაცვის სამინისტროსთან და საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან. როცა ასეთი ნივთიერებები გამოიყენება, გამოყენების შემდგომ აუცილებლად უნდა მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადოებას, მანამდე ჯანდაცვის მიერ გაცემული უნდა იყოს რეკომენდაციები, თუ რას იწვევს ეს ნივთიერება, რა გართულებები ახლავს და ა.შ. თუმცა მხარეა და რანაირად?
CS იგივეა, რაც 9 აპრილს იყო გამოყენებული მომიტინგეების მიმართ. ეს კონვენციით დაშვებული ნივთიერებაა, ოღონდ, არ უნდა გამოიყენო წყლის ჭავლში, არ უნდა გამოიყენო გამხსნელი და თუ ჭავლში გამოიყენება, დამიზნებით და წნევით კი არ უნდა მიასხა ადამიანებს, მას წვიმის ეფექტი უნდა ჰქონდეს, რომ გაიხსნას ეს ნივთიერება, ანუ ყველაფერი დარღვეულია. თანაც, ამდენი ხალხი კომპაქტურად იყო, მათ გასასვლელებს უკეტავდნენ… როცა ასეთ ნივთიერებას იყენებ, ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი უნდა იყოს, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაეცალონ სიტუაციას. ტრიქლორეთილენი ფსიქიკაზე მოქმედებს, იწვევს შიშს, პანიკას, დაბნეულობას, დეზორიენტაციას და შესაბამისად, იქ რა ხდებოდა, კაცმა არ იცის. დღეს კადრებს რომ ვუყურებთ, ის არის გულდასაწყვეტი, რომ მაშინ არ მიექცა ამას სათანადო ყურადღება და ეს მხოლოდ BBC-ის ფილმის გახმაურების შემდეგ გახდა შესაძლებელი. უბრალოდ, აზრადაც არავის მოსვლია, რომ შეიძლებოდა ხელისუფლებას თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ ასეთი ტოქსიკური ნივთიერებები გამოეყენებინა. გასულ წელსაც მეც და სხვა ექიმებიც გავიძახოდით და მივმართავდით ჯანდაცვას, რომ ასეთი კონცენტრაციით ნივთიერებების გამოყენება წარმოუდგენელია, რომ უნდა შეწყდეს ქიმიური ნივთიერებების გამოყენება. ქვეყანაში არ არის ისეთი სიტუაცია, მოსახლეობის წინააღმდეგ ასეთი ძალადობრივი მეთოდები რომ იქნას გამოყენებული.
– ქიმიური ნივთიერებების ამ დოზით და ხანგრძლივობით გამოყენებას რისი გამოწვევა შეუძლია მომავალში?
– რთულია ამაზე პასუხი, კვლევა უნდა ჩატარდეს. ვინც ყველაზე მეტად დაზიანდა, უნდა ჩატარდეს ამ ადამიანების სპეციფიკური კვლევები, ახლა ამაზე ზეპირად ვერავინ ვერაფერს იტყვის. ეს ყველაფერი რომ დადგინდეს, სწორედ ამისთვის ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას. თუ საერთაშორისო გამოძიება არ ჩატარდა, მაშინ არაფერი გამოვა, ესენი თავიანთ დანაშაულს არ დაადგენენ. სუს-ის განცხადებამ უფრო მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე აქამდე იყო. ჩვენ ზუსტად ხომ ისიც არ ვიცით, მართლა მათი დასახელებული ნივთიერება იყო თუ არა გამოყენებული? მაშინ გამოაქვეყნონ დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ ეს ის ნივთიერება იყო და ნაშთები, რომ ეს ნივთიერება გაიხარჯა. არის სპეციალური პროტოკოლი, ეს ყველაფერი აღრიცხული უნდა იყოს. თქვენ გჯერათ, რომ იქ ვიღაცამ ითამაშა და ეს ყველაფერი თავისით ქნა? არაა გამორიცხული, განტევების ვაციც მოძებნონ, თქვან, ჩვენ არ ვიცოდით, ვიღაცამ შემოიტანაო, ვიღაც დასაჯონ და ადამიანები დარჩნენ დაზარალებული. ამიტომაა საჭირო ვიღაც გარედან, ვინც ამ ყველაფერს გააკონტროლებს, ჩვენც დავმშვიდდებით და თვითონაც თუ მართლები არიან, დაუშვან საერთაშორისო ორგანიზაციები. ამისთვის არის სპეციალური ბიომარკერები, არის ნიადაგი, ტანსაცმელი, რომელიც ამ პერიოდში არ გარეცხილა და სხვა მასალა, ექსპერტები შეისწავლიან ყველაფერს.
– ანუ ამ ნივთიერების კვალის აღმოჩენა ერთი წლის მერეც შესაძლებელია?
– რა თქმა უნდა, ტრიქლორეთილენის კვალის აღმოჩენა შეიძლება შენობებიდან, გრუნტიდან, ტანსაცმლიდან… CS-ის არა, თუმცა 9 აპრილს თუ გავიხსენებთ, ეს მომწამვლელი გაზი ერთი წლის შემდეგაც იყო ყვავილებში, რომელიც რუსთაველიდან აიღეს, ძალიან ბევრი მაშინაც მოიწამლა. იმხანად ჩატარდა კვლევა, ახალგაზრდა ექიმი ვიყავი და მახსოვს, ჯანდაცვის სამინისტრო და მთელი აკადემიური პერსონალი ძალიან აქტიურად იყო გამოძიებაში ჩართული. მაშინ საერთაშორისო გამოძიება ჩატარდა და დადგინდა, რომ ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული. ესენი ამას არ აკეთებენ, საკუთარ თავებს ხომ არ მოიჭრიან?




