ჩაბი ალონსო: ჯერ დაკარგული არაფერი არ არის

ლა ლიგის მე-15 ტურში “სელტასთან” 0:2 მარცხის შემდეგ მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ პრესკონფერენცია გამართა.
“ყველანი გაბრაზებულები ვართ, ეს არ იყო ისეთი მატჩი, როგორიც გვინდოდა და არც შედეგი. თავიდან აქტიურად დავიწყეთ, მაგრამ მალევე მილიტაოს ტრავმამ დიდი გავლენა მოახდინა ჩვენზე და მატჩის სასურველი სცენარით წაყვანა ვერ შევძელით. დაკარგული ჯერ არაფერია, ჩამორჩენა მხოლოდ 3 ქულაა და წინ გრძელი სეზონია. ახლა მთავარია რაც შეიძლება მალე დავივიწყოთ მომხდარი და ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე გვაქვს შანსი ხასიათი გამოვიკეთოთ. ჩვენს შეცდომებს არავინ გავურბივართ და ყველანი ვიღებთ მომხდარზე პასუხისმგებლობას. ყველაფერთან ერთად ისიც საგულისხმოა, რომ გამუდმებით ფეხბურთელებს ვკარგავთ და ტრავმები ძალიან დიდ დარტყმას გვაყენებს”, – ალონსოს სიტყვებს As-ი ციტირებს.
შეგახსენებთ, “რეალი” ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 36 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ “ბარსელონას” 4 ქულით ჩამორჩება.
“ის კაცი კი არა გველი და ეშმაკია” – იაია ტურემ პეპ გვარდიოლას შესახებ ისტორია გაიხსენა
“ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს “რეალი” რას ნიშნავს” – რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
[VIDEO] “მე?! წადი შენი! მორჩა, გუნდს ვტოვებ” – ალონსოს თავს ვინისიუსის რისხვა დაატყდა
[VIDEO] მბაპეს ულამაზესი გოლებით – “რეალმა” სტუმრად “ატლეტიკს” უპრობლემოდ მოუგო
“ახალგაზრდაა, მაგრამ…” – რა თქვა ჩაბი ალონსომ არდა გიულერზე?
“ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი არ უნდა გააბრაზო” – პერესმა ალონსო გააფრთხილა
ჩაბი ალონსო: მე და ვინისიუსს ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს
“ფეხბურთი ძალიან მაგრად ესმის” – ალონსომ მბაპე შეაქო
კურტუამ მადრიდის “რეალს” შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა
“წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი” – ჩაბი ალონსო “ლევანტესთან” მატჩის შემდეგ
[VIDEO] “რეალმა” “სელტასთან” წააგო და “ბარსელონას” 4 ქულით ჩამორჩა
“რეალმა” “ჟირონასთან” ქულები და პირველობა დაკარგა