აზერბაიჯანულ საწვავს სომხეთში ერთჯერადად უსასყიდლოდ გავატარებთ – თბილისის პასუხი

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო პასუხობს აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდებულ ინფორმაციას იმაზე, რომ აზერბაიჯანიდან სომხეთში სარკინიგზო ტრანსპორტით საწვავის მიწოდების შეფერხებას ქართული მხარის სატარიფო ბარიერები ქმნის და აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში სარკინიგზო გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განხორციელდება.
რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის კიდევ ერთმა სახელისუფლებო მედიამ საქართველოს ხელისუფლება ამჯერად მშვიდობის წინააღმდეგ პოლიტიკაში დაადანაშაულა და “კონფლიქტის დეტალები გაასაჯაროვა”. აზერბაიჯანული მედიის განცხადებით, აზერბაიჯანი გაკვირვებულია და გაბრაზებულია ქართულ მხარეზე იმის გამო რომ თბილისმა აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში ტრანზიტის არარეალურად მაღალი ფასი დააწესა. ვრცელ სტატიაში აზერბაიჯანული პროსახელისუფლებო მედია ქართული მხარეს მეზობლებს შორის მშვიდობის დამყარების ხელისშეშლაშიც ადანაშაულებს.
„მინდინარე წლის 5 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ პარტნიორი ქვეყნებისგან მიიღო თხოვნა აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის ერთჯერადი ტრანზიტის განხორციელებაზე საქართველოს ტერიტორიის გავლით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, საქართველოს რკინიგზას დაუყოვნებლივ დაევალა, აღნიშნული ტვირთის სარკინიგზო გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განახორციელოს. აღნიშნული გადაწყვეტილება ეცნობათ ოფიციალურ მხარეებს. საქართველო იყო და არის სომხეთისა და აზერბაიჯანის სტრატეგიული, სანდო პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარდამჭერი“, – განმარტავენ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში.

ასევე დაგაინტერესებთ

პარლამენტს დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსებასთან და უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს ცვლის