,, არავინ მემეტება ამ უბედურებისთვის” – ნიკა ქავთარაძე

ემიგრაციაში მყოფი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,მე ვიცი, რადგან იმდენად მჯერა, რომ მეტი არ შეიძლება – რუსმა წაგვართვა ქართველობა!
და ახლა ზუსტად რუსი ხარობს იმით, რასაც დავწერ:
ქართველი ამართლებს რუს ოლიგარქს და მის პოლიციას, არ ყოფილა “ციანიდი” წყალშიო. “მთავრობაც” ამბობს სხვა რამე იყოო. ხოდა ამით კმაყოფილია ეს ქართველი. თითქოს ზამთრის სუსხში მარტო წყლის ჭავლით დაშლა არ იყოს გადაჭარბებული, სადისტური ქმედება.
ეს ჭირია ახლა საქართველოში მოდებული და ეს სპობს ადამიანის არსს – იყოს ემპათიური სუსტის მიმართ, მოძალადესთან ბრძოლაში.
არ არსებობს შანსი, რომ ბუნების კანონზომიერებამ ასეთ ადამიანს საშინელი და მოულოდნელი უბედურება არ დაატეხოს თავს, ადრე თუ გვიან.
არავინ მემეტება ამ უბედურებისთვის – არც ერთი ადამიანი საქართველოში, ვინც ახლა დაბრმავებულია რუსული პროპაგანდით.“

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…