თბილისის “იბერია 1999” საქართველოს ჩემპიონია! დედაქალაქურმა კლუბმა ზედიზედ მეორედ, სულ კი მესამედ მოიგო ქვეყნის მთავარი საფეხბურთო ტიტული.
თბილისური კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადაცემაში “სპორტი იმედზე” “იბერიას” სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და სასიამოვნო ინფორმაციაც გააჟღერა: მომავალ წელს მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება. საფეხბურთო ბაზა და სტადიონი აშენდება, ეს საკითხი გადაწყვეტილია და ამის პრეზენტაცია ცალკე მოხდება.
ხეჩიკაშვილის თქმით, ინვესტორის მოთხოვნა გუნდში უცხოელი მწვრთნელის დანიშვნა იყო, თუმცა მისი პირადი გადაწყვეტილებით “იბერიას” ზაფხულში ევროასპარეზზე გუგა ნერგაძე უთავკაცებს.
“ევროპულ ასპარეზზე ჩვენი მთავარი მწვრთნელი გუგა ნერგაძე იქნება. უახლოეს მომავალში, დაახლოებით ერთ თვეში კლუბში უცხოელი ინვესტორი შემოვა. ინვესტორს სურდა, რომ უცხოელი მწვრთნელი მოეყვანა. მაგრამ ჩემი მოთხოვნა გუგას დარჩენა იყო. გუგა ჩვენი კლუბის იდენტობასთანაა გაიგივებული და ის უნდა დარჩეს”.
შეგახსენებთ, 2026/2027 წლების ევროსეზონში “იბერია” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
· ბუხუტი 20 მილიონ ლარად, რომელ სტადიონს და ბაზას აშენებ?! ან ის 20 მილიონი სადაა? ამას ჰქვია ბოლის დაყენება. ზოგი ტაშსაც დაგიკრავს, სანამ რომელიღაც უსახელო მალტური და ესტონური გუნდი წირვას არ გამოგიყვანს.
“იბერია 1999”-მა ბათუმში მოიგო
“დილამ” “ტორპედოს” ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
“დინამო თბილისისა” და “გარეჯის” მოგებები, “სამგურალი”-“გაგრას” ფრე
“ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა” – ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის “იბერიადან” წასვლას გამოეხმაურა
“ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი” – ტარიელ ხეჩიკაშვილი “საბურთალოს” აღარ დააფინანსებს
ტარიელ ხეჩიკაშვილი: ორი კვირის წინ “საბურთალო” პატარა კრიზისის ზღვარზე იყო
“ამ სტადიონზე მისნაირი ანგელოზივით ბავშვები გაფრთიანდებიან” – “საბურთალოს” პრეზიდენტი შაქარაშვილის სახელობის სტადიონს აანონსებს [VIDEO]
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს – UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
“ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან” – “იბერიას” მწვრთნელმა “მალმიოსთან” დაპირისპირებაზე ისაუბრა
კორღალიძემ “იბერია” დატოვა – მისი შემცვლელი ცნობილია
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
“კონფერენს ლიგის ჯგუფში შესვლა შეგვიძლია!” – “ლევადიას” რიგებში “იბერიასთან” მატჩამდე საიმედო განწყობაა
შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან
ახალი სეზონიდან “საბურთალო” “იბერიას 1999”-ის სახელწოდებით იასპარეზებს
ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები – სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი




