ნიდერლანდებმა უცნობი დრონის დაფიქსირების გამო საჰაერო სივრცეში გამანადგურებლები განალაგა

ნიდერლანდებმა, ქვეყნის საჰაერო სივრცეში დაფიქსირებული ამოუცნობი ობიექტის იდენტიფიცირების მიზნით, საჰაერო ძალების ორი F-35 ტიპის თვითმფრინავი განალაგა, – ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების განმარტებით, ობიექტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში იმ სიმაღლეზე დაფრინავდა, სადაც სავალდებულოა იდენტიფიკაცია და საჰაერო მოძრაობის კონტროლთან კომუნიკაცია.
უცნობი ობიექტი უპილოტო საფრენი აპარატი აღმოჩნდა.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დრონმა დატოვა საჰაერო სივრცე და უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენდა. მას საჰაერო მოძრაობაზე გავლენა არ მოუხდენია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…