გიორგი კაჭარავა – კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს – ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს

პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სა და ცხინვალის რეგიონის კურატორის სერგეი კირიენკოს სოხუმში გახშირებულ ვიზიტებსა და ადგილობრივი ტვ-სთვის მიცემული ინტერვიუს პოლიტიკურ-სამართლებრივ ასპექტებზე, ასევე იმაზე, სავარაუდოდ, როგორ აისახება ს დაახლოება აფხაზერთის საკითხზე „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გიორგი კაჭარავას ესაუბრა.
– ბატონო გიორგი, გასულ კვირას პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სერგეი კირიენკო სოხუმში იმყოფებოდა, რომელიც ახლა კრემლში სა და სამხრეთ ოსეთის საკითხებს კურირებს.
მას შემდეგ, რაც წარმოშობით სოხუმელ კირიენკოს კრემლში აფხაზეთისა და სამხრთ ოსეთის საკითხების კურირება დაევალა, იგი სოხუმსა და აფხაზეთში მოსკოვისთვის მნიშვლელოვანი ობიექტების სანახავად, რაშიც ს ბიუჯეტი ფულს იხდის, ხშირად სტუმრობს და ასევე აქტიურად ამყარებს ურთიერთოებებს აფხაზური საზოგადოებების წარმომადგენლებთან.
ამ ბოლო ჩასვლაზე მან აფხაზური „აბაზა-ტვ“-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომლის პოლიტიკური და ეკონოიკური ასპექტები აფხაზურ და ქართულ საზოგადოებებში აქტიურად განიხილება.
ამ ინტერვიუში მას ახალი არაფერი უთქვამს, მაგრამ იყო ნიუანსები, რომლის შესახებაც საუბრობენ აფხაზეთში და შესამაბისად ღირს მათზე საუბარი.
მოდით, საუბარი დავიწყოთ იმით, ზოგადად, თუ რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე სერგეი კირიენკოს ვრცელმა ინტერვიუმ?
– სერგეი კორიენკო თავის ვრცელ სატელევიზიო ინტერვიუში გამოიყურებოდა როგორც აფხაზეთის კეთილი მმართველი. აქ ხაზგასასმელია რომ რუსეთი, კირიენკოს პირით აფხაზებს მიუთითებს თუ როგორ ე.წ. სახელმწიფოდ უნდა ჩამოყალიბდეს და რაზე და რომელ მიმართულებებზე უნდა იყოს გამახვილებული ყურადღება.
ამავდროულად, კირიენკომ აქცენტი კეთდება იმაზე, თუ რას ელის აფხაზეთის მხრიდან რუსეთი, და რა სფეროებში უნდა განვითარდეს რუსეთისა და საქართველოს ამ ოკუპიტებული ტერიტორიის “ურთიერთობები.” ეს ერთგვარი რბილი ძალის და გავლენის პროეცირების კონსტრუქციას წარმოადგენს, რაც მას, მისი სოხუმელობის გამო არც თუ ისე ცუდად გამოსდის.
კირიენკომ აქცენტი კეთდება იმაზე, თუ რას ელის აფხაზეთის მხრიდან რუსეთი, და რა სფეროებში უნდა განვითარდეს რუსეთისა და საქართველოს ამ ოკუპიტებული ტერიტორიის „ურთიერთობები“. ეს ერთგვარი რბილი ძალის და გავლენის პროეცირების კონსტრუქციას წარმოადგენს, რაც მას, მისი სოხუმელობის გამო არც თუ ისე ცუდად გამოსდის
მის სიტყვებში აგრეთვე გაჟღერდა რამოდენიმე რჩევა რომელიც მეგობრული ტონით მაგრამ რუსეთის მყარ ინტერესზე მიუთითებს. ყოველივე ეს, ინტერვიუში გაჟღერებული ქვეტექსტებიდან გამომდინარე, ხელი უნდა შეუწყოს აფხაზეთის რუსულ სივრცეში შემდგომ ინტეგრაციას, ყველა არსებული მიმართულებით.
– ჯერ მოდით აფხაზეთსა და საქართველოში ინტერვიუზე აზრთა სხვადასხვაობასა და განწყობებს შევეხოთ.
აფხაზეთში ზოგის აზრით, კირიენკო თვლის, რომ „აფხაზეთი აფხაზების უნდა იყოს“, მას, „აფხაზეთისთვის მხოლოდ სიკეთე უნდა“, „აფხაზეთის მიმართ ბავშვობაში კეთიგანწყობილია“, „აფხაზეთის მიმართ კეთილგანწყობილოა სარკაზმის გარეშე“. მეტიც, აფხაზებს ეუბნება „ისწავლეთ სახელმწიფოს მართვა“.
მეორენი თვლიან, რომ „ლამაზად კი ლაპარაკობს, მაგრამ რუსეთს აფხაზეთის გადაყლაპვა უნდა“, „ძნელი დასაჯერებელია ვერ ხედავდეს ჩვენი ბიუროკრატები მოსკოვიდან გამოგზავნილ ფულს როგორ ითვისებენ“ და ასე შემდეგ. მეტიც, იგი სოხუმში იმის გამო ცამოდის ხშირად რომ მოსკოვის მიერ გამოყოფილი ფულის ხარჯვა აკონტროლოს.
სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს კირიენკოს გამოსვლაში აფხაზურ საზოგადოებაში ამგვარი აზრთა სხვადასხვაობა?
– ვფიქრობ თქვენს მიერ მოყვანილი სხვადასხვა აზრი კირიენკოს ვიზიტებზე და ინტერვიუზე არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. უფრო მეტად მე ვიტყოდი ხსენებული შეხედულებები ერთმანეთს ავსებენ. ცხადია, არსებულ ვითარებაში, რუსეთს არ აწყობს არეულობა თავისი საზღვრების პერიფერიაზე და მით უმეტეს მის ერთ-ერთ “პროტექტორარში.”
გამომდინარე აქედან, როგორც ჩანს, რუსეთში გადაწყდა რომ აფხაზური საზოგადოების მიმართ უფრო რბილი ძალის გამოყენების გზა ამ ეტრაპზე უპრიანია, ვიდრე მკვეთრი მოთხოვნები და ხისტი მიდგომები, რომელიც დიმიტრი კოზაკის მეთაურობით იყო ძირითადი მოქმედების ხაზი.
დაფინანსების უკეთესი მენეჯმენტით, მოქნილი პოზიციებითა და ხაზგასმული რბილი მოპყრობის გზით, რუსეთი უდაოდ ცდილობს აფხაზეთში ომის შედეგად დარჩენილი საზოგადოების გულის მოგებას.
აფხაზეთის მიმართ მოსკოვის მათრახისა და თაფლა კვერის პოლიტიკა ყველასთვის ცნობილია, უბრალოდ ამ ეტაპზე, თაფლა კვერი ჭარბობს და ამით რუსეთი ცდილობს საზოგადოების ნაწილის დამორჩილებას. თუმცა, მე თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ასეთი მიდგომა დროებითია, და საჭიროების შემთხვევაში რუსული მათრახის მოქმედებაც მყისიერად ამუშავდება. ამისთვის ყველა საშუალება და პირობა ადგილზე არსებობს
თუმცა, მიუხედავად ასეთი მიდგომებისა, რუსეთს არ ავიწყდება და არ ამბობს უარს ხისტ ქმედებებზეც. ამაზე მიუთითებს ე.წ. ოპოზიციური ძალების ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტები. ამით რუსეთის ფედერაცია ახსენებს ყველას რომ კეთილგანწყობის მიუღებლობა შეიძლება შეიცვალოს ძალიან ხისტი და უხეში ქმედებით, რასაც სადამსჯელო პოლიტიკაც შეიძლება მოჰყვეს.
აფხაზეთის მიმართ მოსკოვის მათრახისა და თაფლა კვერის პოლიტიკა ყველასთვის ცნობილია, უბრალოდ ამ ეტაპზე, თაფლა კვერი ჭარბობს და ამით რუსეთი ცდილობს საზოგადოების ნაწილის დამორჩილებას. თუმცა, მე თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ასეთი მიდგომა დროებითია, და თქვენს მიერ მოტანილი სკეპტიკოსების აზრი მთლად უსაფუძვლო არ არის, რადგან, საჭიროების შემთხვევაში რუსული მათრახის მოქმედებაც მყისიერად ამუშავდება. ამისთვის ყველა საშუალება და პირობა ადგილზე არსებობს.
– ფაქტია, რომ კირიენკოს თავის ერთსაათიან ინტერვიუში ერთხელად არ უხსენებია საქართველო. არადა, ცნობილია, რომ იგი სოხუმის მე-2 სკოლაში სავლობდა, რომლის ქართველი დირექტორი კიმ კაჭავავა 1993 წლის სექტემბერში სოხუმის აღების შემდეგ აფხაზმა სამხედროებმა თავისი სახლის ეზოში დახვრიტეს.
სამაგიეროდ, ვლადისლავ არძინბასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე მან თქვა, რომ გქონდა ბედნიერება მას შეხვედროდა. იგი, გარდა იმისა რომ აღიარებული მეცნიერი იყო ბრწყინვალე მხედართმთავარი იყო, რომელიც გამოირჩეოდა გამბედაობითა და ხასიათის სიმტკიცით.
სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს კრემლის მაღალჩინოსნის მხრიდან ქართველების არც ერთხელ ხსენება, ხოლო როგორც ჩვენთან ამბობენ სეპარატისტთა ლიდერის აღმატებულ რეგისტრში საუბარი?
– ამ ბოლო დროს აფხაზეთში შეინიშნება ვლადისლავ არძინბას გაფეტიშებისა და მისი პიროვნების ასე ვთქვათ საკულტო ფიგურად წარმოჩენა. რასაკვირველია ეს კეთდება აფხაზური ერისთვის დიადი ლიდერის შექმნის მიზნით. ასეთი ფიგურის არსებობამ უნდა შეკრას ერი და შთაუნერგოს ხალხს იდეოლოგიური საფუძველი ამ პიროვნების იდეების უმაღლესი იდეალისა. ანუ დამოუკიდებლობის უალტერნატივობისა.
ამავდროულად იმაზე არაა ლაპარაკი თუ რა მეთოდები და გზა იყო გამოყენებული არძინბას მიერ ე.წ. “მიზნების” მისაღწვად, რომ ლამის ყველა ნაბიჯი და ყველა ქმედება წარმოადგენდა სხვადასხვა დონის დანაშაულს. სხვაგვარად, იდეალად ცხადდება ის, რაც დასჯადი უნდა იყოს, რაც საზოგადოებას და განსაკუთრებით ახალ თაობას ცრუ იდეალების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
ამავდროულად იმაზე არაა ლაპარაკი თუ რა მეთოდები და გზა იყო გამოყენებული არძინბას მიერ ე.წ. “მიზნების” მისაღწვად, რომ ლამის ყველა ნაბიჯი და ყველა ქმედება წარმოადგენდა სხვადასხვა დონის დანაშაულს. სხვაგვარად, იდეალად ცხადდება ის, რაც დასჯადი უნდა იყოს, რაც საზოგადოებას და განსაკუთრებით ახალ თაობას ცრუ იდეალების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს
სერგეი კირიენკოს მიერ საქართველოს არ ხსენებაც იგივე კონტექსტში უნდა განვიხილოთ. თუ საქართველოზე არ საუბრობ, ესე იგი საქართველო, როგორც იქ არსებული რეალური ფაქტორი, არ ასებობს. ესეც იდეოლოგიური პრიზმიდან გამომდინარეობს.
აფხაზეთში დარჩენილი საზოგადოებისთვის ამ მიჩქმალვის პოლიტიკის გამტარებლებს სურთ მიაღწიონ შედეგს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს არაფერი ესაქმება აფხაზეთში, მას არანაირი პრეტენზია არ უნდა ქონდეს აფხაზეთზე, არანაირი კავშირი საქართველოს აფხაზეთთან არა აქვს და ა.შ.
ყოველივე ეს კარგად გათვლილი და დელიკატურად აღსრულებული პოლიტიკური ქმედებებია, რასაც სამწუხაროდ, საქართველოს სახელმწიფოსთვის მკვეთრად უარყოფითი შედეგების მომტანია.
აფხაზეთში დარჩენილი საზოგადოებისთვის ამ მიჩქმალვის პოლიტიკის გამტარებლებს სურთ მიაღწიონ შედეგს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს არაფერი ესაქმება აფხაზეთში, მას არანაირი პრეტენზია არ უნდა ქონდეს აფხაზეთზე, არანაირი კავშირი საქართველოს აფხაზეთთან არა აქვს და ა.შ.
– ინტერვიუში სერგეი კირიენკომ განაცხადა რომ „აფხაზეთში არ არის ანტირუსული განწყობები“, მაგრამ, „არიან ცალკეული ადამიანები, რომელთა რიცხვი ერთეულებს ითვლის, არ უყვართ რუსეთი და ეს ნორმალურია“.
მას მოუწია ეპასუხა კითხავაზე, რომელიც „რუსი პოლიტექნოლოგების აფხაზეთში ყოფნასა და ცემას“ უკავშირდებოდა. მისივე თქმით, დრომ აჩვენა, რომ ამგვარი რამეების აფაზეთი დაშვება არ შეიძლებოდა.
თქვენი აზრით, ამგვარი განცხადებებით, სავარაუდოდ, რა უთხრა აფხაზებს პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ?
– ეს კოჭის გაგორებას უფრო გავდა. უნდა განვმეორდე, საკითხის ასე წარმოჩენა ზუსტადაც რომ ჯდება რბილი ძალის პროეცირებაში. პოლიტტექნოლოგების საქმე აფხაზურ საზოგადოებაში მკვეთრად უარყოფითი რეზონანსის მქონე აღმოჩნდა, და კირიენკომაც ამ შეშფოთების დასაცხრობად და კეთილგანწყობილების თვალსაჩინოდ წარმოსაჩენად ბრძანა, რომ შიდააფხაზური საკითხები აფხაზეთის ხალხმა უნდა მართოს და გადაწყვიტოს. რა თქმა უნდა ეს ყოველივე გულის მოსაგებად იყო ნათქვამი, რადგან ნაცემმა პოლიტტექნოლოგება, რუსეთის ტერიტორიაზე გაგდების შემდეგ, მიმართეს სამართალდამცავებს რის შედეგადაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
კეთილგანწყობილების თვალსაჩინოდ წარმოსაჩენად კირიენკომ ბრძანა, რომ შიდააფხაზური საკითხები აფხაზეთის ხალხმა უნდა მართოს და გადაწყვიტოს. რა თქმა უნდა, ეს გულის მოსაგებად იყო ნათქვამი, რადგან ნაცემმა პოლიტტექნოლოგება, რუსეთის ტერიტორიაზე გაგდების შემდეგ, მიმართეს სამართალდამცავებს რის შედეგადაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
სავარაუდოდ, ამ ინციდენტის რუსული კომპეტენტური ორგანოების გამოძიების შედეგად, მასში მონაწილე ადგილობრივი პირების მიმართ გარკვეული კრიმინარული ბრალდებები იქნება დაკისრებული. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული საფუძველი გახდება ამ პირებზე სისხლის სამართლის დევნის დაწყებისა.
ამიტომ, პოლიტტექნოლოგების საქმე ჯერ ჯერობით დამთავრებული არ არის და ვფიქრობ ის გამოყენებული იქნება რუსეთის შესაბამისი ინსტიტუციების მიერ ზუსტად ავადსახსენებელი მათრახის სახით.
– ინტერვიუში კირიენკომ ვრცლად ისაუბრა აფხაზეთის მიმართ რუსეთის მიზნებსა და ამოცანებზე.
მისივე თქმით, რუსეთი აფხაზეთს სთავაზობს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში ელექტროგადამცემი ქსელის რემონტს, იმისათვის რომ მოხმარებული ელექტროენერგის საფასურის აკრეფის პრობლემა გაუმჯობესდეს, რუსეთი აფხაზეთს დაეხმარება მრიცხველების დამონტაჟებაში. ამგვარი მიდგომა არ გაეხარდებათ იმათ, ვინც აფხაზეთსი ელექტროენერგიის მაინინგითაა დაკავებული.
გარდა ამისა, მან ვრცლად ისაუბრა აფხაზეთში საკურორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, იმაზე რომ „აფხაზეთის ბუნება მსოფლიოში უნიკალურია“, სადაც დასასვენებლად 2025 წელს 250 ათასმა რუსეთის მოქალაქემ შეძლო. მაგრამ, მომსახურების დონე აფხაზეთში უნდა ამაღლდეს, რადგან აფხაზეთს, როგორ საკურორტო ქვეყანას, ბევრი კონკურენტები ჰყავს.
მან სინანული გამოთქვა იმის გამო რომ აფაზეთში ძნელად მოიძებნებიან ბიზნესმენები, რომლებსაც შეუძლიათ თუნდაც 100 მეტის სიგრძის ზღვის სანაპირის საკურორტო ზონის თანამედროვეფ კეტიმოწყობა.
კირიენკოს ეს მოსაზრებები და განცხადებები ხომ არ შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ რუსული ბიზნესი მზადაა აფხაზეთის საკურორტო ზონის განვითარების საქმეში თავისი წვლილი შეიტანონ?
– ყოველივე ეს ჯდება რუსეთის ინტერესებში. ინტერვიუს ამ ნაწილში, კირიენკომ აღნიშნა თუ როგორი უნდა იყოს აფხაზეთი, რადგან რუსეთის რბილი ძალის პროეცირების შედეგი, დანარჩენი სამყაროს დასანახად უნდა იყოს დადებითი. ანუ, კარგად არის ცნობილი რომ რუსეთის ჩარევა ამა თუ იმ რეგიონში, და შემდგომში აღნიშნული რეგიონების “პატრონაჟი” ასოცირდება ომთან, სისხლთან, ნგრევათან და უბედურებასთან.
დღევანდელი აფხაზეთი, მისი მოსახლეობის და ტერიტორიის სიმწირით, ბუნებრივი სილამაზით და ტურისტული პოტენციალით, კარგი მენეჯმენტის შედეგად შეიძლება გახდეს ვიტრინული ტერიტორია. რუსეთს ეს დღეს სჭირდება სხვის დასანახად, რადგან ასეთ შემთხვევაში, მას შეეძლება განაცხადოს, რომ მას მოაქვს აღმშენებლობა, კეთილდღეობა და პროგრესი. ეს მნიშვნელოვანია თვით რუსეთის ნაციონალურ რესპუბლიკებისთვისაც, და თუ კიდევ უფრო ფართოდ ვიმსჯელებთ, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებისთვისაც.
კარგად მოგეხსენებათ, რომ რუსეთს სურს თავისი გავლენის აღდგენა და გაღრმავება ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბიკებზე და მეზობელ ქვეყნებზეც. ეს გლობალური სამხრეთისა და ზოგადად გეოპოლიტიკური მიზიდულობის ცენტრების ახლად ჩამოყალიბების პროცესში პრიორიტეტული ამოცანაა რუსეთის ფედერაციისთვის. ამიტომ ე.წ.
“ახალი რეალიების” პოზიუტიური შედეგების წარმოჩენა, რუსეთის კეთილი იმიჯისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ეს ერთგვარი ახსნაც არის აფხაზეთის საქართველოსგან მოწყვეტის ერთ-ერთ მოტივაციად, ანუ საქართველოზე უკეთესი ცხოვრების ძიებაში ხალხმა რუსეთის სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს.
“ახალი რეალიების” პოზიუტიური შედეგების წარმოჩენა, რუსეთის კეთილი იმიჯისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ეს ერთგვარი ახსნაც არის აფხაზეთის საქართველოსგან მოწყვეტის ერთ-ერთ მოტივაციად, ანუ საქართველოზე უკეთესი ცხოვრების ძიებაში ხალხმა რუსეთის სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს
ამდაგვარად, რუსეთი მიჩქმალავს არსებული ვითარების უკან მდგომ მიზეზებს, რომელიც ქართველთა ეთნიკურ წმენდაზე, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე მიუთითებს. ყოველივე ეს საქართველოს საწინააღმდეგო ქმედებების ჯაჭვის ნაწილია, და არ შეიძლება სხვაგვარად ამაზე საუბარიც კი.
– ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, საქართველოში ბევრი თანხმდებოდა იმაზე, რომ აფხაზებისთვის და ოსებისთვის ევროპული ღირებულებების და განვითარებული საქართველო უნდა გამხდარიყო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საწინდარი, რადგან სწორედ ევროპული ტიპის საქართველო იქნებოდა აფხაზებისთვის და ოსებისთვის რუსეთის ალტერნატივა.
ასევე მსჯელობდნენ ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებში სამშვიდობო პოლიტიკის ტრანსფორმაციის სამოქალაქო და პოლიტიკურ ნაბიჯებზე, თუმცა, ამ მსჯელობებს კონკრეტიკა აკლდა. დღეს როგორაა შეიცვლილი სიტუაცია?
– საქართველოში პოლიტიკური კრიზისის პირობებში, აფხაზეთის მიმართ პოლიტიკის ჩამოყალიბება და გატარება გაძნელებულია.
ჩემი აზრით, აფხაზეთის საკითხის მოგვარება ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკასთან ირიბ კავშირშია. ანუ ევროინტეგრაციის პროცესი ერთი მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოს განვითარებასა და მოდერნიზაციას, როგორც თანამედროვე, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ დემოკრატიას, რაც, რა თქმა უნდა, მიმზიდველია.
ნათლად უნდა გვესმოდეს, რომ აფხაზეთში საქმე გვაქვს რუსეთის ფაქტორთან, რომელსაც გაბატონებული პოზიციები აქვს აფხაზეთში და პრაქტიკულად აკონტროლებს ტერიტორიასაც და იქ დარჩენილ საზოგადოებასაც. ამიტომ, ცალკე აღებული ევროინტეგრაციული პროცესები ვერ შეძლებენ ამ ვითარების შეცვლას.
ნათლად უნდა გვესმოდეს, რომ აფხაზეთში საქმე გვაქვს რუსეთის ფაქტორთან, რომელსაც გაბატონებული პოზიციები აქვს აფხაზეთში და პრაქტიკულად აკონტროლებს ტერიტორიასაც და იქ დარჩენილ საზოგადოებასაც. ამიტომ, ცალკე აღებული ევროინტეგრაციული პროცესები ვერ შეძლებენ ამ ვითარების შეცვლას
ამისთვისც საჭიროა ყოველმხრივი მკვეთრი, ზოგჯერ ხისტრიც კი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, სადაც ევროინეგრაციული პროცესები მნიშვნელოვან, მაგრამ დამხმარე ფაქტორს შეასრულებენ, პროცესის ძირითად წარმმართველ ასპექტებთან ერთობლიობაში.
– კირიენკოს სოხუმში გახშირებული ვიზიტების ფონზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი აკეთებს განცხადებებს, რომ „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება.“
იგი ხან აცხადებს რომ მოსკოვი მზადაა თბილისთან დაიწყოს მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთოებების არგენაზე. ხანაც მისი უქყება აცხადებს რომ დიპლომატიური ურთიერთოებბისთვის მოსკოვსა და თბილის შორის დიალოგის დაწყების წინაპირობები არ არსებობს.
ამ ტიპის განცხადებების ფონზე ოფიციალური თბილისის განცხადებებს ხშირად აკლია მკაფიოობა, მაგრამ დიპურთიერთოების აღდგენასთან დაკავშირებით პრემიერმა მ განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებისთვის ქვეყნის სუვერენიტეტის საკითხი არის ის „წითელი ხაზები“, რომელსაც ხელისუფლება არ დაუშვებს“.
ამავე თემაზე უმრავლესობის ლიდერმა დიმიტრი სამხარაძემ „რუსეთთან დიალოგი მანამდე არ გვექნება, ვიდრე რუსეთი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან საოკუპაციო კარს არ გაიყვანს“.
ხელისუფლების განცხადებები ტერიტორიული მთლიანობის თემაზე თითქოს ადეკვატური კია, მაგრამ, ვხედავთ იმასაც რომ ჩვენი ხელისუფლება ხშირად ზედმეტად ლოიალურიც კია რუსეთის მიმართ.
იმის ფონზე, თუ როგორ ვითარდება პროცესები აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში, თქვენ როგორ შეაფასებდით საქართველოს რეაქციას და ამ რეაქციებიდან რეალურად რა ჩანს?
– საქართველოს ხელისუფლება მისდევს რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკას. ერთის მხრივ ეს რაღაც დონეზე გამართლებულია. მასგრამ, რეაქციული პოზიცია ყოველთვის დადებითი შედეგის მომტანი ვერ იქნება.
ამიტომ, გაუღიზიანებლობის პოლიტიკას ალბათ უნდა დაემატოს პროაქტიური ქმედებები, რომელიც ერთის მხრივ არ გამოიწვევს იგივე რუსეთის გაღიზიანებას, და მეორე მხრივ დაეხმარება საქართველოს მთავრობას გაატაროს სახელმწიფოებრივი ინტერესები.
ასეთი შეიძლება გახდეს ეთნიკური წმენდისა და გენოციდის მრავალტომიანი საქმის ბოლომდე მიყვანა და მასში ნახსენები დამნაშავეების მიმართ შესაბამისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დადგენა და განაჩენების გამოტანა.
ეს გახლავთ კონვენციური დანაშაულებები, რომლის გამოძიება, კონვენციების ხელმომწერ ქვეყნებს ევალებათ. ამით საქართველო როგორც სახელმწიფო მხოლოდ თავის მოვალეობას შეასრულებს როგორც კონვენციის ხელმომწერი.
პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველო, ეთნიკური წმენდისა და გენოციდის მრავალტომიანი საქმის ბოლომდე მიყვანისკენ გადადგმული ნაბიჯის გადადგმითა, და პრობლემის სამართლებრივ სივრცეში გადატანით, მკვეთრად დაამტკიცებს საერთაშორისო სამართლზე დაყრდნობით პრობლემის გადაწყეტის უპირატესობას. ეს რასაკვირველია ნივილირებას მოახდენს იმ განცხადებზე, რომელიც ე.წ. “ახალ რეალიებზე” და მათ აღიარებაზე კეთდება.
პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველო, აფხაზეთში ეთნიკური წმენდისა და გენოციდის მრავალტომიანი საქმის ბოლომდე მიყვანისკენ გადადგმული ნაბიჯებითა და პრობლემის სამართლებრივ სივრცეში გადატანით, მკვეთრად დაამტკიცებს საერთაშორისო სამართლზე დაყრდნობით პრობლემის გადაწყეტის უპირატესობას. ეს რასაკვირველია ნივილირებას მოახდენს იმ განცხადებზე, რომელიც ე.წ. “ახალ რეალიებზე” და მათ აღიარებაზე კეთდება
– თუ ადრე გვესმოდა მსჯელობები აფხაზეთის კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე, მაგრამ როგორი უნდა ყოფილიყო ტრანსფორმაციის ეტაპები და შინაარსი, არც არავინ აზუსტებდა აკონკრეტებდა, რუსეთ-აფხაზეთი ურთიერთობების გათვალისწინებით დასავლური გაგებით კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე უადგილოდაც კი ჩანს.
თუ ამას იმასაც დავუმატებთ, რაც რუსეთ-ყკრაინის ომთან დაკავშირებით რა პოზიცია აქვს პრეზიდენტ ტრამპს, მისგან განსხვავებული პოზიცია კი აქვს ევროპას, მაგრამ, ამ ეტაპზე მაინც, დიდია იმის ალბათობა რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი რუსულ-ამერიკული სცენარით განვითარდეს.
სავარაუდოდ, რა გავლენას იქონიებს და როგორ აისახება -რუსეთის დაახლოება აფხაზეთის საკითხზე?
– ამ ბოლო დროს რუსეთ-ამერიკის ბოლოდროინდელი მოლაპარაკებები უკრაინის ომთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაციის წყარო გახდა. სიმართლე გითხრათ, ამ საკითხსა და აფხაზეთის პრობლემის მოგვარებას შორის პირდაპირ კავშირს მე ვერ ვხედავ. უფრო სწორედ, აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარების საქმეში მთავარ როლს უნდა ასრულებდეს საქართველო.
აქტიური პოლიტიკის წარმოება არის საჭირო ყველა მიმართულებით, და ამ პოლიტიკის კოორდინირება და აღსრულება უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტული ამოცანა
რა თქმა უნდა, საერთაშორისო პარტნიორების დახმარება ამ მიმართულებით უაღრესად მნიშვნელოვანი და მისასალმებელია. მაგრამ, ასეთი მხარდაჭერაც კი საქართველოს მიერ უნდა იქნეს მობილიზებული და კოორდინირებული, თავისი სახელმწიფო ინტერესების გასატარებლად და მხარდასაჭერად.
ამისთვის კი აქტიური პოლიტიკის წარმოება არის საჭირო ყველა მიმართულებით, და ამ პოლიტიკის კოორდინირება და აღსრულება უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტული ამოცანა.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი