ვინ არის 25 წლის ინდოელი მოდელი, რომელმაც Chanel-ის ჩვენება გახსნა: “მეტროში აღმოჩენილი კონკიას” ამბავი

25 წლის ინ­დო­ე­ლი მო­დე­ლი, ბა­ვი­ტა მან­და­ვა მო­დის სამ­ყა­რო­ში ნამ­დვილ სენ­სა­ცი­ად იქცა. ჰა­ი­დე­რა­ბად­ში და­ბა­დე­ბუ­ლი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც სულ ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკში რი­გი­თი სტუ­დენ­ტი იყო, დღეს მსოფ­ლიო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. მან ნიუ-იორკში გა­მარ­თულ Chanel-ის გრან­დი­ო­ზულ შო­უ­ზე, Métiers d'Art 2026, მთა­ვა­რი მო­დე­ლის როლი მო­ირ­გო და ჩვე­ნე­ბა პირ­ველ­მა გახ­სნა.

ეს არ არის უბ­რა­ლოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლის ის­ტო­რია – ეს არის იღ­ბლი­ა­ნი შემ­თხვე­ვი­სა და და­უ­ჯე­რე­ბე­ლი დამ­თხვე­ვე­ბის ჯაჭ­ვი, რო­მელ­მაც ბა­ვი­ტა მეტ­რო­სად­გუ­რი­დან პირ­და­პირ მა­ღა­ლი მო­დის ოლიმპზე აიყ­ვა­ნა.

სიმ­ბო­ლუ­რი წრე – რო­გორ იპო­ვეს მო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვი

“ბა­ვი­ტას ის­ტო­რია კი­ნო­ფილ­მის სცე­ნარს ჰგავს. მო­დის სამ­ყა­რო­ში მისი გზა სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით, ნიუ-იორ­კის მეტ­რო­ში და­ი­წყო. ბა­ვი­ტა, რო­მე­ლიც იმ დროს უბ­რა­ლო სტუ­დენ­ტი იყო და ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მე­ე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, მო­დის აგენ­ტებ­მა სად­გურ­ზე, ხალ­ხის ნა­კად­ში სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­ნიშ­ნეს. ეს სა­ბე­დის­წე­რო შეხ­ვედ­რა 2025 წლის გა­ზა­ფხუ­ლი/ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნის და­წყე­ბამ­დე სულ რა­ღაც ორი კვი­რით ადრე შედ­გა.

ბე­დის ირო­ნი­ით, Chanel-ის კრე­ა­ტი­ულ­მა დი­რექ­ტორ­მა, მა­ტიე ბლა­ზიმ თა­ვი­სი ახა­ლი კო­ლექ­ცი­ის, Métiers d'Art 2026-ის ჩვე­ნე­ბის ად­გი­ლად სწო­რედ ნიუ-იორ­კის მეტ­რო­სად­გუ­რი შე­არ­ჩია. შე­სა­ბა­მი­სად, ბა­ვი­ტას­თვის ეს მო­მენ­ტი სიმ­ბო­ლუ­რი და პო­ე­ტუ­რი აღ­მოჩ­ნდა: გო­გო­ნამ, რომ­ლის კა­რი­ე­რაც მი­წის­ქვე­შა სად­გურ­ში და­ი­წყო, ზუს­ტად იგი­ვე გა­რე­მო­ში გახ­სნა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი ბრენ­დის შოუ.

არ­ქი­ტექ­ტო­რი ინ­დო­ე­თი­დან და NYU-ის სტუ­დენ­ტი

სა­ნამ პო­დი­უმ­ზე აღ­მოჩ­ნდე­ბო­და, ბა­ვი­ტა მან­და­ვას სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გეგ­მე­ბი ჰქონ­და. ის წარ­მო­შო­ბით ინ­დო­ე­თი­დან, ჰა­ი­დე­რა­ბა­დი­და­ნაა, სა­დაც არ­ქი­ტექ­ტუ­რას სწავ­ლობ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის -ში გა­და­ვი­და და სწავ­ლა ნიუ-იორ­კის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში (NYU), დამ­ხმა­რე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის (Assistive Technology) მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნაგ­რძო.

ის წარ­მა­ტე­ბით ახერ­ხებ­და აკა­დე­მი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და მო­დი­სად­მი მზარ­დი ინ­ტე­რე­სის შე­თავ­სე­ბას, თუმ­ცა მეტ­რო­ში მომ­ხდარ­მა შეხ­ვედ­რამ მისი ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კავ­ში­რი დი­ზა­ი­ნერ­თან

ბა­ვი­ტას წარ­მა­ტე­ბა­ში ლო­მის წვლი­ლი სწო­რედ დი­ზა­ი­ნერ მა­ტიე ბლა­ზის მი­უ­ძღვის. ბლა­ზიმ, რო­მე­ლიც მა­შინ მო­დის სახლ Bottega Veneta-ში მუ­შა­ობ­და, გო­გო­ნა პირ­ველ­მა შე­ამ­ჩნია და შან­სი მის­ცა. ბა­ვი­ტას დე­ბი­უ­ტი სწო­რედ Bottega-ს ჩვე­ნე­ბა­ზე, ექ­სკლუ­ზი­უ­რი სტა­ტუ­სით შედ­გა, რა­საც ბრენ­დის სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მოჰ­ყვა.

რო­დე­საც ბლა­ზი Chanel-ში გა­და­ვი­და, მან თა­ვი­სი „აღ­მო­ჩე­ნა“ თან წა­იყ­ვა­ნა. ბა­ვი­ტა მო­ნა­წი­ლე­ობ­და მის სა­დე­ბი­უ­ტო ჩვე­ნე­ბა­შიც, ახლა კი, მე­ო­რე კო­ლექ­ცი­ის ჩვე­ნე­ბის გახ­სნის პა­ტი­ვიც მას ერგო.

წყარო