ტაილანდსა და კამბოჯას შორის საზღვარზე მომხდარ შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა

ტაილანდის სამეფო არმიის განცხადებიით, კამბოჯასთან სადავო საზღვარზე საჰაერო თავდასხმები დაიწყო, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ტაილანდის ხელისუფლების მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დღეს დილით კამბოჯის მხრიდან ცეცხლის გახსნის შემდეგ, მისი ორი ჯარისკაცი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა.
კამბოჯა აცხადებს, რომ თავდასხმა ტაილანდმა დაიწყო რომ მათ საპასუხო ზომები არ მიუღიათ.
ორივე ქვეყანა ერთმანეთს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და მალაიზიის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.
შეტაკებები დაფიქსირდა ტაილანდის სამხრეთ-აღმოსავლეთ სი სა კეტისა და უბონ რაჩატანის პროვინციებში, ასევე კამბოჯის ჩრდილოეთ სასაზღვრო პროვინციებში პრეაჰ ვიჰარსა და ოდარ მინჩეიში.
ტაილანდსა და კამბოჯას შორის სასაზღვრო დავა ივლისში ხუთდღიან ომში გადაიზარდა, რასაც სულ მცირე 48 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და დაახლოებით 300 000 ადამიანი იძულებით გადაადგილდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო