დღეს ლონდონში კირ სტარმერს, ემანუელ მაკრონსა და ფრიდრიხ მერცს შეხვდება

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი დღეს ლონდონში უკრაინის პრეზიდენტ ს უმასპინძლებს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ზელენსკი მოლაპარაკებებს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად დაესწრება.
დაუნინგ სთრითმა დაადასტურა, რომ შეხვედრა ორშაბათს გაიმართება და განაცხადა, რომ ლიდერები „ყურადღებას გაამახვილებენ მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და შემდეგ ნაბიჯებზე“.
შეგახსენებთ, 4, 5 და 6 დეკემბერს უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა და გენერალური შტაბის უფროსმა ანდრეი გნატოვმა მაიამიში შეხვედრები გამართეს -ის პრეზიდენტ ს წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან. 6 დეკემბერს ზელენსკი უიტკოფს და კუშნერს ტელეფონით ესაუბრა.