გაბრაზება ძალიან იოლია, მაგრამ არისტოტელეს თანახმად, გაბრაზდე ვისზეც და როცა საჭიროა, ბევრს არ შეუძლია. ხვიჩა კვარაცხელია “რენთან” (2025 წლის 6 დეკემბერი) მატჩში თითქოს გვეუბნებოდა, ჩემზე ვინ თქვა, ყველა შეხვედრაში ერთნაირად არ ინდომებს, ახლავე დავამტკიცებ, რომ მასე არააო. “კვარა” ძალიან სწორად ცხოვრობს და თამაშობს, ამის მიუხედავად, ხანდახან მისგან მაინც რაღაცის დამტკიცებას ელიან, ხოდა ეს ბიჭი შეგნებულად თუ შეუგნებლად ყველას პასუხს სცემს.
2025-26 წლების სეზონის ანალიზისას რამდენჯერმე დავწერეთ – კვარაცხელიას მარჯვნივ გამოყენება დროებითი და თავდაპირველად საკმაოდ ეფექტური სვლა იყო, მაგრამ უკვე დიდი განსხვავება იყო იმასთან, როცა ხვიჩა თავის საყვარელ მარცხენა ფლანგზე თამაშობს. რა თქმა უნდა, ეს ლუის ენრიკემაც სრულად გაიაზრა და ბოლო მატჩებში ქართველი მკვეთრად მარცხნივ იყო, პოზიციების იშვიათად შეცვლით. ასე მოხდა “რენთანაც”, სადაც ცენტრფორვარდად ბარკოლა ვიხილეთ. ხოდა, ნამდვილი “ნაპოლის” “კვარავაჯო” დაბრუნდა, მარცხნიდან ცენტრში შეწევითა და დარტყმით. გუნდურობას ხანდახან სხვანაირად სჭირდება, მაგრამ სულ სხვა ბედნიერებაა, “შვიდიანი” დაცვითი ფუნქციებიდან რომ თავისუფლდება და ასე ლაღად თამაშობს.
“რენთან” 6 დეკემბრის მატჩით ხვიჩა კვარაცხელიამ ერთგვარად წელი შეაჯამა, პსჟ-ში ხომ გასულ ზამთარში გამოჩნდა და კიდევ ერთხელ გვაჩვენა, ის შეუძლია გააკეთოს, რისი გონებაში გავლაც კი ზოგიერთ დიდ ფედბურთელს გაუჭირდება.
“კვარამ” კიდევ ერთხელ გვითხრა, რომ “ოქროს ბურთის” საუკეთესო ათეული მინიმუმ ის ტერიტორიაა, სადაც ის წლების განმავლობაში მუდმივად იტრიალებს.
წლის ბოლომდე კიდევ ერთი ტიტულია – საკონტინენტთაშორისო თასი.
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ – აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
[VIDEO] “ჩელსიმ” “ბარსელონა” გაანადგურა, “ბაიერმა” “სიტის” მოუგო – ჩემპიონთა ლიგაზე დაძაბული მატჩები გაიმართა
“ეს წარმოუდგენელია!” – “ზაბარნის არყოფნის მიზეზი საფონოვის თამაში იყო?” – ენრიკე ამ კითხვამ გააღიზიანა და ყველაფერი ახსნა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს – მაკტომინეი, “ნაპოლი”, კონტე
კონტე: “ყარაბაღთან” გამარჯვების მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება
[VIDEO] ნერესს ვეღარ აჩერებენ – “ნაპოლიმ” სტუმრად “რომას” სძლია
[VIDEO] ნერესის დუბლი – “ნაპოლიმ” “ატალანტას” სძლია



