“შეურაცხყოფილი და ცინიკოსი” – ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, გადაცემაში “მარტივად რთულზე”, ამბობს:
“ადამიანი, რომელიც დროშის დაწვის გამო დააკავეს, ესეც ძალიან მძიმე აღსაქმელი არის საზოგადოებისთვის – ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირის დროშებს წვავენ ევროპაშიც და აქაც მიგვაჩნია, რომ შესაძლებელი იყო ამ ადამიანის დაჯარიმებით გათავისუფლება, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მეორე მხრივ, ჩვენ ვუყურებთ, რომ კანონმდებლობა საშუალებას იძლევა, ტაძარში შევიდეს ვიღაც და 500 ლარად წმინდანის ხატს შეასხას საღებავი და არც არაფერი, მშვიდად, წყნარად წავა სახლში და იქიდან კიდევ იქადის რაღაცებს. რა თქმა უნდა, თუ ასეთი რამ არ დარეგულირდა, ჩვენ მუდმივად გვექნება ორი პოლარიზებული მხარე, ერთი შეურაცხყოფილი რელიგიური ნიშნით, მეორე იქიდან ცინიკოსი, რომელიც ამაზე მხოლოდ ხალისობს, ამას თუ რეალური პასუხისმგებლობა არ დაეკისრება სახელმწიფოს მხრიდან, შეიძლება ძალიან ცუდადაც დამთავრდეს.“

ასევე დაგაინტერესებთ