“ეს ჩემი ქმარია!” – პიოტრ იანის მეუღლე მისი მეორე ნახევრის დვალიშვილთან გამარჯვებას გამოეხმაურა

“ეს ჩემი ქმარია!” – პიოტრ იანის მეუღლე მისი მეორე ნახევრის დვალიშვილთან გამარჯვებას გამოეხმაურა
UFC 323-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.
მატჩის დასრულების შემდეგ რუსი მებრძოლის მეუღლე იულია თავისი ქმრის გამარჯვებას სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა და დაწერა:
“ყველაფერი გამოვიდა! ეს ყველამ კარგად დაინახეთ! ეს ჩემი ქმარია, რომელიც UFC-ის ჩემპიონია! ამ ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია. ეს ისტორიული მომენტია. უნიკალური ხარ. მჯეროდა და ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა. შენით ვამაყობ”, – წერს იულია.
[VIDEO] “ყველაფერი წინ არის, უფრო ძლიერს მელოდეთ… საქართველოს გაუმარჯოს!” – დვალიშვილმა იანთან ბრძოლის შემდეგ გავრცელებულ მიმართვაში ცრემლები ვერ შეიკავა
[VIDEO] “ყველაფერი წინ არის, უფრო ძლიერს მელოდეთ… საქართველოს გაუმარჯოს!” – დვალიშვილმა იანთან ბრძოლის შემდეგ გავრცელებულ მიმართვაში ცრემლები ვერ შეიკავა