რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა ჰამასის მაღალჩინოსანთან

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 19 იანვარს იუწყება, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ ბოგდანოვმა შეხვედრა გამართა -ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის მაღალჩინოსანთან, მუსა აბუ მარზუკთან, საიმისოდ, რომ განეხილა “არსებული დაძაბულობა პალესტინა-ს კონფლიქტის ზონაში” და “ღაზაში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი, რომელმაც კატასტროფულ მასშტაბს მიაღწია”.
ს მხარემ “ხაზი გაუსვა საჭიროებას მალე იქნენ გათავისუფლებული სამოქალაქო პირები, რომლებიც 2023 წლის 7 ოქტომბერს შეიპყრეს და პალესტინელთა ფრაქციების ტყვეობაში არიან, მათ შორის რუსეთის სამი მოქალაქე” – ვკითხულობთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ღაზის სექტორში ომი დაიწყო 7 ოქტომბერს, როცა ჰამასი თავს დაესხა ისრაელს, მოკლა 1200-მდე ადამიანი და 200-ზე მეტი მძევლად აიყვანა (მათგან 130 უკვე გათავისუფლებულია). ამის შემდეგ ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, რომელთა შედეგად სექტორში 23 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ხმალაძე: პარლამენტს არ ჰქონდა უფლება კენჭი ეყარა უფლებამოსილების ცნობისთვის, ამას სხვა არაფერი ჰქვია თუ არა ხელისუფლების მიტაცება – ყველა შესაძლო მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული, რომ მას არ შერჩეს