ზურაბიშვილი: რაც რეჟიმის ლიდერებისა და სუს-ის გამოძებისგან მოვისმინეთ, არის აბდაუბდა

ყველა რეაქცია, რაც მოვისმინეთ რეჟიმის ლიდერებისგან, თუნდაც სუს-ის გამოძიებისგან არის აბდაუბდა, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა აქციაზე სლოგანით: „რეჟიმი გვწამლავს, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება“.
„საერთოდ, ყველა რეაქცია, რაც ჩვენ მოვისმინეთ რეჟიმის ლიდერებისა და თუნდაც სუს-ის გამოძიებიდან არის აბდაუბდა. არ იციან რა თქვა, რა მომენტში, როგორ თქვან. ერთი ერთს ამბობს, მეორე – სხვა რამეს ამბობს. აშკარად ჩანს, რომ ეს ყველაფერი არის მათთვის ჯერ დაულაგებელი. ამ დროს იზრდება რეაქცია ხალხში, იზრდება რეაქცია საზღვარგარეთ და ვიტყოდი, რომ უფრო და უფრო დაბნეულები არიან.
კითხვები, რაც არსებობდა მანამდეც, არსებობს ახლაც. აუცილებელია,რომ ჩატარდეს ნამდვილი გამოძიება, რაც სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ვერ ჩატარდება და საჭიროა, რომ უცხოური ორგანიზაციები ჩაერთონ გამოძიებაში, რომ გავიგოთ ზუსტად, რა ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული, ეს ჯერ არ ვიცით და არანაირი მათი პასუხი არ იძლევა დამაჯერებელ პასუხს“, – აცხადებს .