ანდრეი სიბიგა – სამშვიდობო მცდელობებს უგულებელყოფს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას აგრძელებს – გაყინული რუსული აქტივების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ახლა საჩქაროა ისე, როგორც არასდროს

რუსეთი სამშვიდობო მცდელობებს უგულებელყოფს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას აგრძელებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეოსაქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
„ღამით რუსეთმა ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. ეს იმას ადასტურებს, რომ უკრაინის გაძლიერებისა და რუსეთზე ზეწოლის მიზნით გადაწყვეტილებების მიღება არ უნდა გადაიდოს. განსაკუთრებით კი, სამშვიდობო პროცესის საბაბით. თამამი ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი, კერძოდ, გაყინული რუსული აქტივების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ახლა საჩქაროა ისე, როგორც არასდროს“, – წერს ანდრეი სიბიგა X-ზე.
შეგახსენებთ, ღამით რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური კომბინირებული იერიში განახორციელა. რუსულმა ძალებმა ს ოლქში რკინიგზის სადგურსა და საცხოვრებელ სახლებს დაარტყეს, რის შედეგადაც, სამი ადამიანი დაშავდა. ასევე, თავდასხმის შემდეგ უკრაინის ექვს ოლქში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. კერძოდ, რუსებმა ოდესის, ჩერნიგოვის, ს, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკისა და ნიკოლაევის ოლქებში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს.