გორში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

გორში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მანქანა შუა ხნის ქალს დაეჯახა. შემთხვევა დღეს, 19 იანვარს, მოხდა.
როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარაზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკო გომური – დიდი იმედი არ მაქვს, რომ დამნაშავეებს 6 წლის მერე მიაგნებენ, ამისთვის ძალიან დიდი დრო ჰქონდათ – სისტემური დანაშაული იყო და სისტემაში ვინც იყო, თითოეული პირის პასუხისმგებლობა იყო