გაერთიანებული სამეფოს კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ბარონესა უილიამსი, რომელიც ლორთა პალატაში ოპოზიციის დისციპლინის დამცველის თანამდებობას იკავებს, ლორდებს წერილში მოუწოდებს, “ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობის საქციელიდან გამომდინარე” უარი თქვან საქართველოს საელჩოს მიერ საჩუქრად შეთავაზებულ ღვინის ბოთლზე.
“ჩემო ლორდებო, ლორდმა ბლენკათრამ შემატყობინა, რომ, სავარაუდოდ, პერებმა საქართველოს საელჩოსგან ელექტრონული მეილი მიიღეს, რომელშიც მათ უფასო ღვინის ბოთლს სთავაზობენ.
ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობის საქციელიდან გამომდინარე, პერებს მტკიცედ ვურჩევ, ამას არ დათანხმდნენ.” – წერს ბარონესა უილიამსი კონსერვატორი ლორდებისთვის გაგზავნილ წერილში.




