დიმიტრი პესკოვი – გააგრძელებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, თუ მიზნების მშვიდობიანი გზით მიღწევას ვერ შეძლებს

რუსეთი გააგრძელებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, თუ მისი მიზნების მშვიდობიანი გზით მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდება, – ამის შესახებ ს პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რა მოხდება, თუ უარს იტყვის სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოსკოვის პირობების მიღებაზე.
„სპეციალური სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება“, – აღნიშნა პესკოვმა.
მისი მტკიცებით, რუსული ძალები ძალიან კარგ პროგრესს აღწევენ.
„ამიტომ, თუ ჩვენ ვერ შევძლებთ პრობლემის მოგვარებას და ჩვენი მიზნების მშვიდობიანი გზით მიღწევას, გავაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.
მისი თქმით, რუსეთის პოზიცია ნათელია და ალასკის სამიტის შემდეგ არ შეცვლილა.