როგორც ჩანს, რუსეთის ჯარებმა დაიკავეს ბახმუტთან მდებარე დასახლება ვესიოლოეს ნაწილი

როგორც ჩანს, ს ჯარებმა დაიკავეს ბახმუტის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე დასახლება ვესიოლოეს დიდი ნაწილი. ამას ასკვნიან უკრაინული პროექტი DeepState-ის ანალიტიკოსები. ისინი აღნიშნავენ, რომ უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარები ცდილობდნენ შეტევას ერთდროულად რამდენიმე მონაკვეთზე, მათ შორის სვატოვოს მიმართულებით ლუგანსკის ოლქში და ავდეევკასთან.
გუშინ ვესიოლოეს აღების შესახებ განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. მანამდე რუსეთის თავდაცვითი უწყება დაახლოებით ერთი თვის წინ აცხადებდა მარიინკის აღების შესახებ.
ვესიოლოე პატარა დასახლებული პუნქტია, მაგრამ ამ მიმართულებით შესაძლო წარმატებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას უკრაინულ პოზიციებს ქალაქ სევერსკში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების დილის ანგარიშში ლაპარაკია რუსეთის ჯარების იერიშების გაძლიერებაზე ლუგანსკის ოლქში. ამავე დროს უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის არმია აქტიურ შეტევას აწარმოებს კუპიანსკის მიმართულებით, ხარკოვის ოლქში. მისი ინფორმაციით, რუსეთის არმიის ძირითადი ძალები კონცენტრირებულია სინკოვკის აღებაზე, რომლის შტურმსაც აწარმოებს რუსეთის სარდლობა ისე, რომ ანგარიშს არ უწევს დანაკარგებს. სინკოვკა ითვლება „გასაღებად“ ქალაქ კუპიანსკის ნაწილისთვის.
ომის მხარდამჭერი რუსული ტელეგრამის არხები იტყობინებიან რუსეთის ჯარების წინსვლაზე ავდეევკის მახლობლად, რომელსაც უკვე თითქმის ორი წელი უტევენ. უკანასკნელი შტურმი შარშან ოქტომბერში დაიწყო. DeepState აღნიშნავს, რომ ავდეევკის სამხრეთით უკრაინის ჯარებისთვის „სერიოზული“ ვითარებაა შექმნილი. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი ადასტურებს რუსეთის ჯარების წინსვლას ქალაქის სამხრეთ-დასავლეთისკენ. ამავე დროს ინსტიტუტი ღია წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში ავდეევკის მახლობლად რუსეთის ჯარებმა, როგორც ჩანს, 40-ზე მეტი ერთეული ჯავშანტექნიკა დაკარგეს.
წუხელ ღამით არ იტყობინებოდნენ რუსეთის იერიშებზე უკრაინის ზურგში, რაც საკმაოდ იშვიათად ხდება ხოლმე. ფრონტისპირა რაიონებს საარტილერიო ცეცხლს უშენენ, მათ შესახებ იტყობინებიან, კერძოდ, ხარკოვისა და ხერსონის ოლქებიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ