გამოცემა “უკრაინსკა პრავდა” უკრაინის დაზვერვის სამსახურიდან წყაროზე დარყდნობით წერს, რომ ღამით უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ტერიტორიაზე მორიგი სპეცოპერაცია მოაწუო.
წყარო ამბობს, რომ დრონებით თავდასხმა მხოდა ტამბოვის დენთის ქარხანაზე და კლინცის ნავთობის საცავზე. მისივე თქმით, დენთის ქარხანაზე თავდასხმის სედეგები ზუსტდება, მაგრამ კლინცში არის “სამხედრო ობიექტის მნიშვნელოვანი დაზიანება”.
“პუტინმა ყველაზე მეტ რადიოელექტრონული ბრძოლისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებებს თავი მოუყარა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების დამუშავდება შემდგომშიც”, – ამბობს წყარო გამოცემასთან.