რომელ სამეულს აარჩევს ენრიკე პარიზელთა შეტევაში – შაბათის საინტერესო მატჩები

პსჟ, რომელმაც გასულ ტურში საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერობა დაკარგა, მე-15 ტურის მატჩს შინ “რენთან” ჩაატარებს – შაბათს, ჩვენი დროით უკვე კვირას, 00:05 საათზე.
პარიზელები კარგ ხასიათზე არიან, რადგან მძიმე ტრავმის შემდეგ მათ ბაზაზე უკვე ჰაკიმი და დუეც დაბრუნდნენ.
2023 წლის აგვისტოს შემდეგ პარიზელებს შინ გოლი სულ გააქვთ და “პარკ დე პრენსზე” (48 229) ახლაც ამის მოლოდინია. რაც შეეხება “რენთან” ურთიერთდაპირისპირებას, ბრეტანული კლუბი პერიოდულად მათთან ქულების მოპოვებას ახერხებს.
ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება 8 მარტს შედგა. მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა, მაგრამ კარგი შეფასება დაიმსახურა – 7.3. ენრიკეს ბიჭებმა ორი გოლი მატჩის მიწურულს გაიტანეს (4:1).
“რენს” ახლა კარგი სერია აქვს, ზედიზედ 4 მატჩი მოიგო, აქედან ორი სტუმრად, მათ შორის “პარიზთან.” მოწინავე ხუთეულში მყოფ ბეიეს გუნდს კიდევ ერთი გამარჯვება და სენსაცია სურს. შვეიცარიელ ემბოლოს ახლა მათთვის გააქვს და ლეპოლიც კარგ ფორმაშია.
პსჟ-მა ერთი კვირით დაისვენა, ახლა კი წინ ჩემპიონთა ლიგაა და შესაბამისად, ლუის ენრიკე შემადგებლობაში ამას გაითვალისწინებს. შეტევაში ლი-დემბელე-კვარაცხელიას ელიან.
შაბათს, ადრე, 17:00 საათზე, ესპანეთში გიორგი მიქაუტაძის “ვილიარეალი” “ხეტაფეს” უმასპინძლებს და იმედია, ქართველ თავდამსხმელს სასტარტოში ვიხილავთ.
ძირითად შემადგენლობაში არ ველით, მაგრამ თვის საუკეთესო მოგერიებებში გიორგი მამარდაშვილია წარდგენილი. “ლივერპული” შაბათს ჩვენი დროით 21:30 საათზე ითამაშებს და “ლიდსთან” სტუმრად ვნახავთ, კრიზისს თავს საბოლოოდ თუ დააღწევს.
მარსელო: კვარაცხელიას დრიბლინგი მომწონს
პსჟ ძირითადი მეკარის გარეშე დარჩა?
პსჟ-ს შემტევების გატანის დროა – დემბელე სასტარტოში ბრუნდება
საფრანგეთის თასზე ქართველების გუნდების მეტოქეები გაირკვა
[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა – “ვილიარეალმა” “სოსიედადს” მოუგო
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა – რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს “მონაკოსთან” მარცხის შემდეგ
მიქაუტაძე არ ათამაშეს – “ვილიარეალი” ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
“შეცდომებს დაუშვებს – დრო მიეცით” – ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
“სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი” – რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
“კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს” – ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
მარსელო: კვარაცხელიას დრიბლინგი მომწონს
რას ვნახავთ დეკემბერში – პსჟ-ს მატჩები და თბილისის “დინამო” ახალგაზრდულ ლიგაზე