7 დეკემბერს, თბილისის დროით დაახლოებით 08:30 საათიდან, UFC 323-ზე მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს მეოთხედ დაიცავს. “მანქანა” რუს პიოტრ იანს მეორედ დაუპირისპირდება.
რამდენიმე დღის წინ რუსმა მებრძოლმა განაცხადა, რომ ამ ბრძოლაში მერაბი თავის სახლში ჩხუბობდა და ამ მხრივ დვალიშვილს უპირატესობა ჰქონდა: “მერაბის მეოთხე ბრძოლა წელს? სახლის უკანა ეზოში ჩხუბი მარტივია. აქ და ლოს-ანჯელესში ის თავს გრძნობს ისე, როგორც საკუთარ სახლში. მეც შემიძლია ჩემი სახლის უკანა ეზოში ყოველ შაბათს ჩხუბი. 2018-ში ვიჩხუბე 5-ჯერ, მაგრამ რუსეთში არცერთი არ ყოფილა”.
დვალიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი სახლი საქართველოა და არა ლას-ვეგასი.
“იანი უბრალოდ თავს იმართლებს, ჩემი სახლი აქ კი არა, საქართველოშია! ვეგასში კი იმიტომ ვცხოვრობ, რომ ჩემპიონობა მინდა. კიდევ ერთხელ რომ დაგამარცხებ, თავს რით გაიმართლებ? პიოტრსაც შეუძლია ლას-ვეგასში იცხოვროს, მაგრამ ის ტაილანდში ცხოვრობს და იქ გაფრინდება, სადაც ბრძოლა მოუწევს. სხვათა შორის, მე ნიუ-ჯერსიში, რუსეთში, კანადაში და აშშ-ს სხვა შტატებშიც მიბრძოლია, ასე რომ, ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. სადაც ბრძოლა იმართება, შეგიძლია იქ იცხოვრო, ამის სრული უფლება გაქვს.
ჯერჯერობით დივიზიონის შეცვლაზე არ ვფიქრობ. არ მინდა აქეთ-იქით ხტომა და წონის დაკლება ან მომატება. მინდა, რომ ამ წონაში ყველა მეტოქე დავამარცხო. თუ UFC მოისურვებს, რომ წონა შევიცვალო, რა თქმა უნდა, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ახლა ამ ჯენტლმენზე ვარ ფოკუსირებული, რომელსაც ჩემი დამარცხება სურს, მაგრამ ჩემი საქმეა, რომ ეს არ დავუშვა”, – განაცხადა დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, დვალიშვილსა და იანს შორის პირველი ბრძოლა 2023 წლის 3 დეკემბერს გაიმართა და ქართველმა პიოტრი უშანსოდ დაამარცხა.
UFC-ს მებრძოლებს შორის ერთადერთია, ვინც რუსის მოგება ივარაუდა – ცარუკიანის პროგნოზი დვალიშვილისა და იანის ბრძოლაზე
[VIDEO] “არმან, “პეტუხ”, ეს ცეკვა შენთვისაა” – თოფურიამ ცარუკიანს დასცინა
“ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო წელი იქნება” – პედი პიმბლეტი
“ვფიქრობ, მერაბის და უმარის რემატჩი უნდა შედგეს, რადგან თანაბარი ბრძოლა იყო” – ამერიკელი ჟურნალისტი
“ამაზე საუბარი მიდის… მერაბის ბრძოლას საქართველოში, ილიასას კი ესპანეთში დაუფიქრებლად ჩავატარებდი” – დენა უაითი
დვალიშვილმა შემდეგი მეტოქე და ბრძოლის დრო დაასახელა
ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს 7 დეკემბერს დაიცავს
“წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს” – უმარ ნურმაგომედოვი
UFC-ს მებრძოლებს შორის ერთადერთია, ვინც რუსის მოგება ივარაუდა – ცარუკიანის პროგნოზი დვალიშვილისა და იანის ბრძოლაზე
პიოტრ იანმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
“როგორ შეიძლება ამ ჩინელმა ბიჭმა თქვას, რომ ჩეჩენი რუსი არ არის?” – ჩიმაევი დვალიშვილის მომდევნო მეტოქეს დაუპირისპირდა
“ამის გამო ნამდვილი ცხოველია” – სენდჰეგენმა დვალიშვილის შესახებ ისაუბრა
დვალიშვილმა სასურველი მეტოქეები და მომდევნო ბრძოლის სავარაუდო თარიღი დაასახელა



