იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ

სადაზღვევო კომპანია იმედი L-ს მომხმარებლისთვის სიახლე აქვს. იმ შემთხვევაში, თუ იმედი L-ში ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის მფლობელები, ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას პორტალიდან შეიძენენ, 3 თვის განმავლობაში, დაზღვევით უფასოდ ისარგებლებენ.
პასუხისმგებლობის დაზღვევა ფინანსური დაცვის მექანიზმია, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევისას მესამე პირისთვის მიყენებულ ზიანს ფარავს და მომხმარებელს ზედმეტი ხარჯისგან იცავს.
ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის – ავტოკლიკის შეძენა ონლაინ, იმედი L-ის ვებგვერდიდან მარტივად და სწრაფადაა შესაძლებელი. უკვე არსებული მომხმარებლები კი, დაზღვევის გააქტიურებას პირადი სივრციდან შეძლებენ.
როგორც იმედი L-ში ამბობენ, მნიშვნელოვანია ადამიანებს ესმოდეთ ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის საჭიროება და უპირატესობა. ეს იდეა კი თავის მხრივ ემსახურება მომხმარებლის ქცევის წახალისებას, შეიძინონ ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა და ისარგებლონ პოლისით, რომელიც მესამე პირისთვის მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას – ყოველ დილით თქვენ უნდა ხედავდეთ არა პაპუაშვილს, არამედ არამედ ერთად მოსიარულე ოპოზიციას – ეს არის, რაც შეგვიძლია და გვევალება