“ქართული ოცნების” ლიდერების სახელი და გვარები შესაძლოა რუსული ГРУ (გერეუ) აგენტების გვერდით აღმოჩნდეს. ეს 17 დეკემბერს გაირკვევა, როცა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხს გასცემს ბრიტანეთის მმართველი პარტიის წევრის კითხვას – ქიმიური იარაღის სკანდალის გასაჯაროვების შემდეგ, აპირებს თუ არა ბრიტანეთის საგარეო უწყება ივანიშვილის გუნდის სანქციების ქიმიური იარაღის რეგულაციით დასანქცირებას.
ქართველი ხალხის სავარაუდო აკრზალული ქიმიური ნივთიერებით დაწამვლის ამბავი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საფრანგეთშიც. ევროპის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოზე იმსჯელეს, აკრძალული ნივთიერების ამბავი თავდაპირველად დღის წესრიგში არ იყო, თუმცა განხილვამ ამ საკითხის გარეშე მაინც არ ჩაიარა.
დასანქცირდეს საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი და გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი —- ეს არის მთავარი მოთხოვნები რეზოლუციიდან,რომელსაც საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპის საკითხთა კომიტეტზე ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირეს.
ქართული ოცნება ახალი ამერიკული სანქციების ზღვარზეცაა. ხალხის წინააღმდეგ, ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდებებმა ივანიშვილიც და მისი პარტიაც დიდ შარში გახვია. ამერიკის ჰელსინკის კომისიაა, ტრამპის მთავრობას მოუწოდებს, გადაამოწმონ ცნობები ამ უმძიმესი დანაშაულისს შესახებ და შავ სიაში შეიყვანონ ყველა, ვინც პუტინის წესებით ანგარიშსწორებასა და სავარაუდო დანაშაულზე პასუხისმგებელია.
15 დეკემბერს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან. ეს იქნება პირველი დიპლომატების პირველი აუდიენცია მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რომ ქართული ოცნება ხალხს სავარაუდოდ აკრძალული ქიმიური ნივთიერებით წამლავდა, ჯერჯერობით უცნობია მოხვდება თუ არა ეს საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში.




