საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ‘“ლელო-ძლიერ საქართველოს“ და ALDE-ს ჯერ კიდევ აქვთ დრო, რომ არ გახდნენ „ტერორისტთან თანამშრომლობაში მყოფი პარტია“.
„ორშაბათამდე კიდევ არის დრო ALDE-სთვის და “ლელოსთვის”, რომ უკვე ფორმალურადაც არ გახდნენ ტერორისტთან თანამშრომლობაში მყოფი პარტია“, – წერს პაპუაშვილი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 3 დეკემბერს განაცხადა, რომ თუ ალეკო ელისაშვილს, რომელიც საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით არის დაკავებული, არ გარიცხავენ, ორშაბათიდან „მოქალაქეები“, „ძლიერი საქართველო“ და „ალდე“ „ოფიციალურად გახდებიან ტერორისტის მფარველი ორგანიზაციები“.
პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა კოალიცია “ძლიერი საქართველო-ლელო” და განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილის ქმედებასთან დაკავშირებით “ძლიერ საქართველო-ლელოს” ოფიციალური განცხადება გაკეთებული აქვს და შალვა პაპუაშვილს შეუძლია იხელმძღვანელოს ამ პოზიციით.
კოალიციამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ალეკო ელისაშვილი არ არის „ლელოს“ წევრი, ის წამოადგენს პარტია „მოქალაქეებს“ , რომელიც ასევე, არ არის „ალდეს“ წევრი პარტია.
რაც შეეხება კოალიციას, “ძლიერი საქართველო-ლელო განმარტავს, რომ ის შეიქმნა წინასაარჩევნოდ და კოალიციურ პარტნიორობას “ძლიერი საქართველო-ლელო” და პარტია “მოქალაქეები” დღემდე აგრძელებს.




