იაპონიის ქალაქ ნაგოიაში მიმდინარეობს გრან პრის სერიის ფინალური ასპარეზობა, რომელშიც მონაწილეობენ ეტაპების შედეგების მიხედვით შერჩეული მსოფლიოს საუკეთესო რეიტინგული მაჩვენებლების მქონე ექვსეულები (ქალები, მამაკაცები, სპორტული წყვილები, სპორტული ცეკვები).
ჩვენი ნაკრების წევრები ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა მოკლე პროგრამის შემდეგ 75.04 ქულით ჯერჯერობით მე-3 ადგილზე არიან და მცირედი განსხვავება აშორებთ იაპონელი და იტალიელი წყვილებისაგან, რომლებიც თავისუფალი პროგრამის წინ შესაბამისად, პირველ და მეორე პოზიციებზე არიან.
თავისუფალი პროგრამა გაიმართება ხვალ, 5 დეკემბერს და გათამაშდება მედლების პირველი კომპლექტი სპორტულ წყვილებში.
წყარო: Georgian Figure Skating Federation
ქართული წყვილის ტრიუმფი ჩინეთის გრან-პრიზე – მეტელკინასა და ბერულავას წყვილის მორიგი გამარჯვება
გუბანოვამ ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა
საქართველო პირველად უმასპინძლებს ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირს
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
ქართულმა წყვილმა იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მცირე ოქროს მედალი მოიპოვა
მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლებს დაეუფლა
ქართული წყვილის ტრიუმფი ჩინეთის გრან-პრიზე – მეტელკინასა და ბერულავას წყვილის მორიგი გამარჯვება
მეტელკინამ და ბერულავამ ოლიმპიადის ლიცენცია მოიპოვეს
ქართულმა წყვილმა იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა


