“ბავშვი მარტო იყო მანქანაში, კარი გააღო და გზაზე გადავიდა… დედის განწირული კივილი გავიგონე…” – 3 წლის ბავშვი ავარიაში მოყვა

3 წლის ბავ­შვი, რო­მელ­საც თე­ლა­ვის ცენ­ტრში მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა, თე­ლა­ვის რე­ფე­რა­ლუ­რი კლი­ნი­კი­დან თბი­ლის­ში გად­მოჰ­ყავთ. რო­გორც AMBEBI.GE-თან კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა თქვა, ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რი იყო, თუმცა სა­ჭი­რო­ებ­და ინ­ტენ­სი­ურ მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას, რის გა­მოც მისი თბი­ლი­სის შე­სა­ბა­მის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა მოხ­და.
ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა თე­ლავ­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ მოხ­და.
თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, მცი­რე­წლო­ვა­ნი გა­ჩე­რე­ბულ მან­ქა­ნა­ში მარ­ტო იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც ავ­ტო­მო­ბი­ლის კარი გახ­სნა და გზა­ზე გა­დას­ვლა სცა­და. ბავ­შვს ავ­ტო­მო­ბი­ლი სწო­რედ ამ დროს და­ე­ჯა­ხა.
თვითმხილველი “ამბებთან” ამბობს:
“ყვე­ლა გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვართ ამ ამ­ბით, ახლა მთა­ვა­რია ბავ­შვი კარ­გად იყოს. დე­დას­თან ერ­თად იყო მან­ქა­ნით, ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი გო­გოა დე­და­მი­სი, მაგ­რამ მო­გეხ­სე­ნე­ბათ ბავ­შვე­ბის ამ­ბა­ვი, რო­გო­რი ცელ­ქე­ბი არი­ან. ყვე­ლა­ფე­რი წა­მებ­ში მოხ­და. დედა მა­ღა­ზი­ა­ში გა­და­ვი­და, თან შვილს უყუ­რებ­და, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ა­ღო ბავ­შვმა კარი და გა­და­ვი­და, ამ დროს და­ე­ჯა­ხა ავ­ტო­მო­ბი­ლი, ბავ­შვი რამ­დე­ნი­მე მეტ­რის მო­შო­რე­ბით გა­და­ვარ­და, სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი იყო. თავი და­არ­ტყა. დე­დის გან­წი­რუ­ლი ყვი­რი­ლი გა­ვი­გე, რომ მი­ვე­დით, ბავ­შვი სის­ხლი­ა­ნი დაგ­ვხვდა, დედა შოკ­ში იყო, ისიც ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო ემო­ცი­უ­რად. ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლიც, რო­მე­ლიც ბავ­შვს და­ე­ჯა­ხა, ძა­ლი­ან ცუ­დად იყო. ბავ­შვის ოჯა­ხი ძა­ლი­ან ეკ­ლე­სი­უ­რე­ბი არი­ან, ღმერ­თი გად­მო­ხე­დავს აუ­ცი­ლებ­ლად, ბავ­შვი უნდა გა­დარ­ჩეს”

ასევე დაგაინტერესებთ

დათო ჟღენტის მამა დღეს დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინწინ დილით პენიტენციურ დაწესებულებას უკვე ჰქონდა პროკურორის თანხმობაც ციხიდან გაყვანაზე და ადვოკატის შესაბამისი მიმართვაც, პატიმარი მშობლის დაკრძალვაზე არ მიუყვანიათ