ისეთი ნივთიერება არ იყო გამოყენებული, რასაც ევროპული ან ამერიკული პოლიცია არ იყენებს – დარახველიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, გასულ წელს ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაშლელად ისეთი არაფერი ნივთიერება არ გამოუყენებიათ, რასაც რომელიმე ევროპული ან ამერიკული პოლიცია არ იყენებს.
დარახველიძის მტკიცებით, 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციები მშვიდობიანი არ ყოფილა და ასეთ დროს პოლიციას არათუ უფლება, არამედ ვალდებულება აქვს, რომ კანოთ გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენოს.
„რაც შეეხება კონკრეტული ნივთიერების საკითხს, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ და ბატონმა მინისტრმაც აღნიშნა, რომ არანაირი კამიტი -ს არ შეუძენია, არ გამოუყენებია და ვერც გამოიყენებდა იმიტომ, რომ ასეთი არც არსებობს ჩვენს სარგებლობაში.
რაც შეეხება კონკრეტულად, რა ნივთიერება იყო, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ არ დავასწრებთ მოვლენებს, მიმდინარეობს გამოძიება და საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. ამ შემთხვევაში, ნახავს, რომ იქ არაფერი ისეთი ნივთიერება არ იყო გამოყენებული, რომელსაც რომელიმე ევროპული ან ამერიკული პოლიცია არ იყენებს მსგავს შემთხვევებში“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.